მტირალას ეროვნული პარკის შესახებ
მუხლი 2. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად პარკის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა (გარდა წიაღით სარგებლობისა) პარკის მიმდებარე თემების საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.
3. პარკის ტერიტორიაზე იკრძალება წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.
4. პარკის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.
მუხლი 3. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა
1. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონა იქმნება ამავე პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით და მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ენიჭება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის სტატუსი.
2. პარკის დამხმარე (ბუფერული) ზონის საზღვრები და ფართობი, აგრეთვე მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. მტირალას ეროვნული პარკის მართვა
მტირალას ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5630-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.420
მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი
1. პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატურაში გამიჯვნისა და საბოლოო დაზუსტების) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პარკის მენეჯმენტის გეგმის ამოქმედებამდე პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყითსარგებლობის სახეობათა მოცულობას ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.
4. (ამოღებულია - 30.04.2014, №2312).
5. (ამოღებულია - 22.03.2023, №2650).
6. (ამოღებულია - 22.03.2023, №2650).
მუხლი 6. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3147– Iს
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5630-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.420
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4460-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2312 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5958 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2650 – ვებგვერდი, 05.04.2023წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.