პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 34² მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის, აგრეთვე საურავის როგორც აღუსრულებელ, ისე აღსრულებულ ნაწილზე. ასევე უქმდება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან/აღსრულებასთან დაკავშირებული ყადაღა და სხვა სახის იძულებითი ღონისძიებები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. 3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე აღსრულებული საჯარიმო თანხისა და საურავის დაბრუნება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ჩაითვლება ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი ქუთაისი, 19 დეკემბერი 2012 წ. N109-Iს

საქართველოს პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.