პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 19 თავი
  1. კარი I. ზოგადი დებულებანი
  2. თავი I. შესავალი დებულებანი
  3. თავი II. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები
  4. თავი III. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები
  5. თავი III¹. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები
  6. თავი III². ვეტერინარული საქმიანობა
  7. თავი IV. სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები
  8. კარი II. სახელმწიფო კონტროლი
  9. თავი V. სახელმწიფო კონტროლის სახეები და მისი განხორციელების მექანიზმები
  10. თავი VI.(ამოღებულია)
  11. თავი VII. (ამოღებულია)
  12. თავი VIII. (ამოღებულია)
  13. თავი IX. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
  14. თავი X. (ამოღებულია)
  15. თავი XI. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
  16. თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა
  17. თავი XIII. ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი
  18. თავი XIII¹. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის ექსპორტ-იმპორტი და რეექსპორტი
  19. კარი III. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი
  20. თავი XIV. უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესი და მოქმედების პრინციპები
  21. კარი IV. პასუხისმგებლობა
  22. თავი XV. პასუხისმგებლობა
  23. კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  24. თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

კარი IV. პასუხისმგებლობა

თავი XV. პასუხისმგებლობა

მუხლი 64. საჯარო შეტყობინება

1. ამ თავით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ფოსტით ეგზავნება ან პირადად ჰბარდება.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირს საჯარიმო ქვითარი დაჯარიმების ადგილზე ან რეგისტრაციის ადგილის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი ფოსტისთვის დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით, იმავე მისამართზე ეგზავნება.

3. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

4. ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 65. პირის მიერ საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე განხორციელება

1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 1¹ ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 66. პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას.

3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის განხორციელების დროს ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

5. კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული, სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან, განადგურებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

6. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8. მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათის ან ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს ამ სურსათის ან პროდუქტების ნამდვილ ბუნებაზე, შემადგენლობაზე, თვისებებზე ან სხვა მახასიათებლებზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

10. ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

11. ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 67. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება

1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 68. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების ლიცენზიის გარეშე წარმოება-დაფასოება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 69. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

1. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ვეტერინარული კონტროლის განხორციელების დროს ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებასა და ცხოველთა რეალიზაციასთან დაკავშირებით ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და აღმოჩენილ შეუსაბამობასთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

6. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8. გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში სააგენტოსთვის ხელის შეშლა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

9. დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

10. პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ:

ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;

გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 70. პასუხისმგებლობა ვეტერინარულ პრეპარატთან და სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ნივთიერებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის

1. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ან/და ბაზარზე განთავსება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

4. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამომყენებელი ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ საქმიანობის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის მიერ ვადაგასული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების გამოყენება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 71. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა

1. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ცხოველის შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

10. მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 73. სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა

სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუხლი 73¹. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის დარღვევა 1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3550 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

მუხლი 74. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ხელის შეშლა

სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XVI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:

ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;

ბ) (ამოღებულია - 17.04.2014, №2285).

3¹. (ამოღებულია - 24.06.2016, №5568).

3 ². საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან და მეორეულ პროდუქტთან, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;

ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან.

3³. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2022 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს:

ა.ა) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების მონიტორინგის, დოკუმენტური შემოწმებისა და ნიმუშის აღების განხორციელების წესი;

ა.ბ) სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესი;

ბ) 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს:

ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები;

ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები.

4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.

5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2020 წლის 1 იანვრამდე;

ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2019 წლის 1 იანვრამდე.

7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 74¹ მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.

8. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის (EC) No 1333/2008 რეგულაციასთან შესაბამისობა.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს ეროვნული რეფერენსლაბორატორიების შერჩევის კრიტერიუმები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5590 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30);

ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635);

გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450);

დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12).

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.

3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.

4¹. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 1¹ნაწილების მოთხოვნები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.

5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6155- Iს

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №144 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1915 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.