პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 47 თავი
  1. თავი I. ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი
  2. თავი II. განსჯადობა
  3. თავი III. მიუკერძოებლობა, აცილება
  4. თავი IV. პროცესის ხარჯები
  5. თავი V. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება
  6. თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; სასამართლოს მეგობარი
  7. თავი VII. სასამართლო მტკიცებულებები
  8. საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110
  9. თავი VII¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით
  10. თავი VII². (ამოღებულია)
  11. თავი VII³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით
  12. თავი VII⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით
  13. თავი VII⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
  14. თავი VII⁶. (ამოღებულია)
  15. თავი VII⁷. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
  16. თავი VII⁸. (ამოღებულია)
  17. თავი VII⁹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე
  18. თავი VII¹⁰. (ამოღებულია)
  19. [თავი VII ¹¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტა
  20. [თავი VII ¹². ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი
  21. თავი VII¹³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით
  22. თავი VII¹⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
  23. თავი VII¹⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით
  24. თავი VII¹⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით
  25. თავი VII¹⁷. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით
  26. თავი VII¹⁸. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით
  27. თავი VII¹⁹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
  28. თავი VII²⁰. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით
  29. თავი VII²¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა და ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხებთან დაკავშირებით
  30. თავი VII²². ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით
  31. თავი VII²³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით
  32. თავი VII²⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
  33. თავი VII²⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მომსახურების მიმწოდებლისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
  34. თავი VII²⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით
  35. თავი VII²⁷. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებით
  36. თავიVII²⁸. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი
  37. თავი VII²⁹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახ
  38. თავი VII³⁰. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით
  39. თავი VII³¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით
  40. თავი VII³². ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით
  41. თავი VII³³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI¹ თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით
  42. თავი VII³⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით
  43. თავი VII³⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმ
  44. თავი VII³⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასთ
  45. თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
  46. თავი IX¹. გარდამავალი დებულებანი
  47. თავი X. დასკვნითი დებულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

თავი VII¹⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁵⁹. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვა

ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ფაქტს, რომელიც დასტურდება კომიტეტის გადაწყვეტილებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 21⁶⁰. ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს.

6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5013 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

თავი VII¹⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁶¹. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარდგენილ სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში, მხარეთათვის შეუტყობინებლად განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დაადგინოს აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გარკვევას. ამ შუამდგომლობის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7180 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 21⁶². სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამუშაო პროცესის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, შეტანიდან 48 საათში, ამ კოდექსის 21⁶¹ მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი № 2050 - ვებგვერდი, 21.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3095 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

თავი VII¹⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁶³. მოსამართლის ბრძანება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე

პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 21⁶⁴. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის და იმ პირის ზუსტი მონაცემები, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 21⁶⁵. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა.

2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელი და ის პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

3. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. მოსამართლის ბრძანება დგება ოთხ ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, მესამე − იმ პირს, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

6. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

7. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8. საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/2/1520 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №983 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

თავი VII¹⁷. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁶⁶. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი.

2. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 3² პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით.

4. სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ნაწილობრივ დამტკიცება გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებული ვადის შეცვლას. სასამართლო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების საფრთხის რეალურობის გათვალისწინებით. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

5. მოსამართლე უფლებამოსილია სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

6. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოძალადისთვის დაწესებული შეზღუდვები და მსხვერპლის დასაცავად განსაზღვრული ღონისძიებები.

7. სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედების ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადის განსაზღვრისას სასამართლო სხდომაზე პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის დასწრების შემთხვევაში სასამართლო ისმენს მის პოზიციას.

8. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი;

ბ) სასამართლოს დასახელება; მოსამართლის სახელი და გვარი;

გ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

დ) მოძალადის, მსხვერპლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ე) სასამართლო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე;

ვ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება;

ზ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემას;

თ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადა;

ი) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ;

კ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის თანხმობა, არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში − მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად;

ლ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ;

მ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.

9. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ეს გადაწყვეტილება დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან 1 რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება:

ა) მოძალადეს;

ბ) მსხვერპლს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს;

ე) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემ ორგანოს;

ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი არასრულწლოვან მსხვერპლს ეხება.

10. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით. სასამართლო ამ მიმართვის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ამ მუხლის მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესების დაცვით იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების ან ძალაში დატოვების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

მუხლი 21⁶⁷. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

ამ კოდექსის 21⁶⁶მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედებას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

თავი VII¹⁸. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁶⁸. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3758 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

მუხლი 21⁶⁹. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

2. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც/რომლებიც უნდა შემოწმდეს/შემოწმდნენ, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷⁰. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

3. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან;

გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. თუ მოსამართლე არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას, ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებაზედაც უარი ითქვა;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს. სააგენტო ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

6. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 1 კვირისა. თუ ეს ვადა აღნიშნული შემოწმებისთვის საკმარისი არ იქნება, დასაშვებია, იგი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 1 თვით გაგრძელდეს. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები და მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საქმის მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷¹. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება სააგენტომ შეიძლება მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ, ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.

2. ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება მისთვის/მათთვის ბრძანების ეგზემპლარის წარდგენიდან (გადაცემიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ. საჩივარი შეიტანება აღნიშნული ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა.

3. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

თავი VII¹⁹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁷². მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷³. სააგენტოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუ სააგენტომ მას ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷⁴. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ეკონომიკური აგენტი/მხარე/დაინტერესებული მხარე, რომელმაც სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს;

გ) ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლო ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

თავი VII²⁰. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁷⁵. მოსამართლის გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷⁶. სააგენტოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე

ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷⁷. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც ამ შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა ატყობინებს აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს და მას საქმის მასალებს უგზავნის. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტისა და მისი იმ ქმედების თაობაზე, რომელიც შეჩერდება;

გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁷⁸. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთხელ გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

2. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში.

3. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. სააპელაციო სასამართლო ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 14 დღის განმავლობაში, ამ კოდექსის 21⁷⁷ მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

თავი VII²¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის გაუქმებისა და ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხებთან დაკავშირებით

მუხლი 21⁷⁹. მოსამართლის გადაწყვეტილება თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით ან 11¹მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ სააგენტოს ან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (ამ თავის მიზნებისათვის, ორივე ერთად და თითოეული ცალკე, შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო) შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 21⁸⁰. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. შუამდგომლობაში მიეთითება კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები.

2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁸¹. კონცენტრაციის გაუქმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

2. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის თაობაზედაც შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს და მათ საქმის მასალებს გადასცემს (უგზავნის). მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3. კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტები უფლებამოსილი არიან მათთვის საქმის მასალების გადაცემიდან (გაგზავნიდან) არაუგვიანეს 10 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.

4. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;

ბ) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

5. მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. ამ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების შესახებ ან განკარგულება კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ვადები და განსახორციელებელი ღონისძიებები;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები გადაეცემა (ეგზავნება) კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს (მხარეებს) და უფლებამოსილ ორგანოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁸². თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარეებისათვის ბრძანების ეგზემპლარების გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

3. სააპელაციო სასამართლო თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში, ამ კოდექსის 21⁸¹ მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁸³. მოსამართლის ბრძანება დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

მუხლი 21⁸⁴. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ

1. ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის (ბრძანების გამოცემისათვის) საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს უფლებამოსილი ორგანო.

2. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დაყოფის (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების) შესაძლებლობის შესახებ;

გ) საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვაზე ვრცელდება ამ კოდექსის 21⁷⁹−21⁸² მუხლებით დადგენილი წესები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

თავი VII²². ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁸⁵. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამოკიდებულ პირთა სია − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სია;

ბ) დამოკიდებული პირი − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი;

გ) ოჯახის წევრი − პირის მშობელი, მეუღლე, შვილი ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

მუხლი 21⁸⁶. სასამართლოსთვის მიმართვა

1. ოჯახის წევრს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებით.

2. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

მუხლი 21⁸⁷. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა

1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებას განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს);

ბ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს);

გ) განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობებს;

დ) კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებზედაც განცხადების წარმდგენი პირი ამყარებს თავის მოთხოვნას;

ე) იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც ადასტურებს განცხადების წარმდგენი პირის მიერ მითითებულ გარემოებებს;

ვ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოთხოვნას;

ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობები და მტკიცებულებები თან უნდა დაერთოს განცხადებას.

4. მოსამართლე განცხადების წარდგენიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირსა და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება, და უგზავნის მათ შესაბამის საქმის მასალებს.

6. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას.

7. პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.

8. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაჰკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები, აგრეთვე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

9. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

10. სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.

11. განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის, ითვალისწინებს პირის დამოკიდებულების სიმძიმეს, ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.

12. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის სახელი და გვარი;

გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი და გვარი;

დ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი და გვარი;

ე) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას;

ვ) განკარგულება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) გაფრთხილება ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი;

ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

13. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გამოცხადებისთანავე. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

14. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენ პირს, მეორე ეგზემპლარი − დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვან პირს, მესამე ეგზემპლარი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

მუხლი 21⁸⁸. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში ბრძანების მხარისთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მუხლის 21⁸⁹. დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების წესი

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 7¹ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 21⁸⁷ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიიდან თავისი მონაცემების ამოღების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

თავი VII²³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁹⁰. მოსამართლის გადაწყვეტილება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

მუხლი 21⁹¹. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ

მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

მუხლი 21⁹². მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.

3. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება;

გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

მუხლი 21⁹³. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

1. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.

4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 21⁹² მუხლით დადგენილი წესით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

თავი VII²⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁹⁴. მოსამართლის ბრძანება მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

მუხლი 21⁹⁵. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მოვაჭრეს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსთხოვა და ეს ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

მუხლი 21⁹⁶. მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემასა და გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 21⁷⁴ მუხლით დადგენილი წესები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

თავი VII²⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მომსახურების მიმწოდებლისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 21⁹⁷. მოსამართლის ბრძანება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

მუხლი 21⁹⁸. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე

1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია მოსთხოვა და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

მუხლი 21⁹⁹. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის ვადაში.

2. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

3. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს;

გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს მისი შეტანიდან 72 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

თავი VII²⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹⁰⁰. სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

1. სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

მუხლი 21¹⁰¹. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები ეგზავნება აგრეთვე მეორე მხარეს.

4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან 48 საათის ვადაში, ამ კოდექსის 21¹⁰⁰ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

თავი VII²⁷. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებით

მუხლი 21¹⁰². წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი ნორმები

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ნორმები, ხოლო თუ შესაბამისი საკითხი ამ თავით არ არის მოწესრიგებული − სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰³. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

1. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების, პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით.

2. პირმა, რომელზედაც ვრცელდება თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული წესები, აგრეთვე პირმა, რომელზედაც ვრცელდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი სარჩელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების/გამოცემის მოთხოვნით.

3. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან ან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე/გამოცემაზე უარის თქმიდან/მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

4. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁴. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და მისთვის დართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება მოპასუხეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁵. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლო:

ა) უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ან გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში იგი ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად;

ბ) გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁶. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, სააპელაციო სასამართლოში. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. სააპელაციო საჩივრის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადგენს ხარვეზს და სააპელაციო საჩივრის შემტან მხარეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

5. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.

6. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარედგინა, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁷. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები

1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს 5 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დასაბუთებული განჩინების მხარისთვის ჩაბარებიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ კერძო საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁸. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება

1. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), ან თუ ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამ გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული დღისა ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლი. საწინააღმდეგო შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან მე-5 კალენდარულ დღეს ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4. თუ მხარე სამხედრო სამსახურს გადის, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

მუხლი 21¹⁰⁹. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადება

1. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვას.

2. თუ მოსარჩელე, სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის შემტანი მხარე დასაქმებულია ან სამხედრო სამსახურს გადის, იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. დამსაქმებელი ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას. მას უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

თავიVII²⁸. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

მუხლი 21¹¹⁰. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

2. ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

3. დასაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დასაკითხ პირს ეს უფლებები დაკითხვის დაწყებამდე უნდა განემარტოს. ამ ნაწილის მიზნებისთვის დასაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

4. დაკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს დასაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. დასაკითხი პირი ვალდებულია დაკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. მაგისტრატი მოსამართლე ვალდებულია დასაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ დაკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. დაკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. დასაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

8. დასაკითხ პირს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის განკარგულებით ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ ჯარიმის დაკისრება დასაკითხ პირს არ ათავისუფლებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4213 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №498 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1293 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1381 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1491 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

თავი VII²⁹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახ

მუხლი 21¹¹². საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თუ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში წარდგენილი არ იქნა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის დასახელებები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ბ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მიიღოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაცია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმაციის აღწერა;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

მუხლი 21¹¹³. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და ის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირი, რომელთა თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ან მათი წარმომადგენლები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარეების მოწვევა ვერ ხერხდება).

3. სასამართლო სხდომაზე მხარეების გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) ის კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;

დ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ე) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მეორე ეგზემპლარი – იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელსა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელ პირს, რომელთა თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებაც გამოიცა ეს ბრძანება, მესამე ეგზემპლარი – იმ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

8. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

9. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დამფინანსებელი პირის თაობაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

10. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

11. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1746 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1746 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

თავი VII³⁰. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹¹⁴. სასამართლოსთვის მიმართვა

1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღნიშნული პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21¹¹⁶ და 21¹¹⁷ მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი/საჩივარი უშუალოდ სასამართლოში შეიტანება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹¹⁵. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. ამ კოდექსის 21¹¹⁴ მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების მხარისთვის ამ კოდექსის 21¹¹⁸ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. (ამოღებულია - 25.06.2026, №1805).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 21¹¹⁶ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

8. ამ კოდექსის 21¹¹⁴ მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

9. თუ ამ კოდექსის 21¹¹⁴ მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

10. ამ კოდექსის 21¹¹⁴ მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ამ კოდექსის 21¹¹⁸ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹¹⁶. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისთვის ამ კოდექსის 21¹¹⁸ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანება. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

7. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება აგრეთვე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹¹⁷. საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

მუხლი 21¹¹⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების გამოტანის შემდეგ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სასამართლო უწყებას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს აბარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც სასამართლოს სარჩელით პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდში მიმართა ან/და რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მიღების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

4. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.

5. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მის სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას სასამართლოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგენს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ან განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება ძალაში შედის მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

თავი VII³¹. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹¹⁹. მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას:

ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ;

დ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა.

4. მოსამართლე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სასამართლოსთვის სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსამართლე არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4¹. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²⁰. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში.

3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

თავი VII³². ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹²¹. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ბრძანებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²². უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ ან იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა აუცილებელია, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში უცხოელს ეგზავნება შესაბამისი საქმის მასალები. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის ვადაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები.

4. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაჰკითხოს პირი, აგრეთვე შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

5. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის სახელი და გვარი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა;

დ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ განკარგულება და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა;

ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი;

ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო;

ზ) უცხოელისთვის დაკისრებული, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში შესასრულებელი ვალდებულება;

თ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი საქართველოს ნებაყოფლობით არ დატოვებს;

ი) სახელმწიფო, სადაც უცხოელი უნდა იქნეს გაძევებული;

კ) ბრძანების გასაჩივრების წესი;

ლ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღინიშნება უცხოელის ვინაობა, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“−„გ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

7. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ მოსამართლის ბრძანებას არ ასაჩივრებს.

8. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას აჩერებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

მუხლი 21¹²³. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შემცირების თაობაზე ან/და საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლამდე ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსის 21¹²² მუხლით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოსცემს ბრძანებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

მუხლი 21¹²⁴. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ ბრძანებას. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²⁵. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას:

ა) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ;

დ) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.

2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა.

4. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს სათანადო შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

4¹. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

4². რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს.

6. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²⁶. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში.

3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²⁷. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX ან X თავის ან 64³ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX ან X თავის ან 64³ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს განიხილავს ამ კოდექსის 21¹²² მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21¹²⁶ მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹²⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება/ბრძანება ძალაში შედის მისი აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

5. უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51¹ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

თავი VII³³. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI¹ თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹²⁹. მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI¹თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას:

ა) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ;

დ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.

2. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ თავშესაფრის მაძიებელი ამ ვადაში არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა.

4. მოსამართლე თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს ან თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4¹. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებულ შუამდგომლობას რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

5. მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში განიხილავს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹³⁰. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მხარისთვის მისი გადაცემიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს.

2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 14 დღის ვადაში.

3. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹³¹. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52¹ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52¹ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 21¹²² და 21¹²⁶ მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

თავი VII³⁴. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებასთან დაკავშირებით

მუხლი 21¹³². მოსამართლის ბრძანება უცხოელის საცხოვრებელი/ სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53³ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

მუხლი 21¹³³. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ

1. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე.

2. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს.

3. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

4. მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლისთვის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის შეუტყობინებლად, რომლის შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

5. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი იქნება მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი გადამოწმდება;

გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება;

დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, აგრეთვე იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის/მფლობელის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაზედაც უარი ითქვა;

გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

7. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მათგან ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს შემოწმების დაწყებამდე. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.

8. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე.

9. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან მის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.

10. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

11. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.

12. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესით.

13. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.

14. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹³⁴. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას

1. თუ არსებობს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ანდა მისი სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დაიწყოს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა მოსამართლეს. ამ შუამდგომლობის წარდგენისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს შემოწმების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.

2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და წყვეტს საქმის მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე. შუამდგომლობა განიხილება ამ კოდექსის 21¹³³ მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების კანონიერებას.

3. საქმის მასალების განხილვის შემდეგ სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ჩატარებული შემოწმების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული შემოწმების უკანონოდ ცნობისა და შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენების დაუშვებლად ცნობის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.

თავი VII³⁵. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმ

მუხლი 21¹³⁵. სასამართლოსთვის მიმართვა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება − უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ დავაზე სარჩელი უშუალოდ სასამართლოში შეიტანება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

მუხლი 21¹³⁶. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

1. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ კოდექსის 21¹³⁵ მუხლით გათვალისწინებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 2 თვის ვადაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სარჩელის განხილვას არ აბრკოლებს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი მხარისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეიტანება უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად.

7. ამ კოდექსის 21¹³⁵ მუხლით გათვალისწინებულ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო – ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს.

8. თუ ამ კოდექსის 21¹³⁵ მუხლით გათვალისწინებულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ უარყოფით დასკვნას ეფუძნება, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მის მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

თავი VII³⁶. ადმინისტრაციული სამართალწარმოება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასთ

მუხლი 21¹³⁷. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ

1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37⁵ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის) შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საქართველოს საპენსიო ფონდი) უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ შუამდგომლობით, თუ საქართველოს საპენსიო ფონდმა შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მოსთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

მუხლი 21¹³⁸. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა

საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებასაც ითხოვს საქართველოს საპენსიო ფონდი;

ბ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომლისგანაც საქართველოს საპენსიო ფონდმა უნდა მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

გ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღწერა;

დ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების ფორმა და ვადა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

მუხლი 21¹³⁹. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს;

ე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს საპენსიო ფონდს, მეორე – შესაბამის პირს, კომერციულ ბანკს, დამსაქმებელს (მის უფლებამონაცვლეს), მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან სხვა პირს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ამ ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

10. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10

საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.