პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 54 თავი
  1. ზოგადი ნაწილი კარი პირველი სისხლის სამართლის კანონი
  2. თავი I საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა
  3. თავი II სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები
  4. კარი მეორე დანაშაული
  5. თავი III სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, დანაშაულის კატეგორიები
  6. თავი IV ერთიანი დანაშაულის სახეები
  7. თავი V დანაშაულის სიმრავლე
  8. თავი VI დაუმთავრებელი დანაშაული
  9. თავი VII დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა
  10. თავი VIII მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
  11. თავი IX ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
  12. კარი მესამე სასჯელი
  13. თავი X სასჯელის მიზნები და სახეები
  14. თავი XI სასჯელის დანიშვნა
  15. თავი XII პირობითი მსჯავრი
  16. კარი მეოთხე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება
  17. თავი XIII სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
  18. თავი XIV სასჯელისაგან გათავისუფლება
  19. თავი XV ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა
  20. კარი მეოთხე¹ სოციალური დაცვის ღონისძიება
  21. თავი XV¹ ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა
  22. კარი მეხუთე
  23. თავი XVI. (ამოღებულია)
  24. თავი XVII. (ამოღებულია)
  25. კარი მეექვსე (ამოღებულია)
  26. თავი XVIII. (ამოღებულია)
  27. კარი მეექვსე¹ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
  28. თავი XVIII¹ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სასჯელთა სახეები, მათი გამოყენების წესი და პირობები
  29. კერძო ნაწილი კარი მეშვიდე დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
  30. თავი XIX დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
  31. თავი XX დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
  32. თავი XXI ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა
  33. თავი XXII დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
  34. თავი XXIII დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
  35. თავი XXIV დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ
  36. კარი მერვე ეკონომიკური დანაშაული
  37. თავი XXV. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
  38. თავი XXVI დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ
  39. თავი XXVII დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში
  40. თავი XXVIII დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში
  41. თავი XXIX დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ
  42. კარი მეცხრე დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
  43. თავი XXX დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
  44. თავი XXXI. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა
  45. თავი XXXII დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ
  46. თავი XXXII¹ დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ
  47. თავი XXXII² საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
  48. თავი XXXIII ნარკოტიკული დანაშაული
  49. თავი XXXIV სატრანსპორტო დანაშაული
  50. თავი XXXV
  51. კარი მეათე დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ
  52. თავი XXXVI დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ
  53. კარი მეთერთმეტე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ
  54. თავი XXXVII დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ
  55. თავი XXXVII¹ ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა
  56. თავი XXXVIII ტერორიზმი
  57. თავი XXXIX სამოხელეო დანაშაული
  58. თავი XL დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ
  59. კარი მეთორმეტე დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ
  60. თავი XLI დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ
  61. თავი XLII დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ
  62. თავი XLIII დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება
  63. თავი XLIV დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ
  64. კარი მეცამეტე დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ
  65. თავი XLV დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
  66. თავი XLVI დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ
  67. კარი მეთოთხმეტე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
  68. თავი XLVII დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ
  69. კარი მეთხუთმეტე გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  70. თავი XLVIII გარდამავალი დებულებანი
  71. თავი XLIX დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

კარი მეცამეტე დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ

თავი XLVI დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ

მუხლი 399. სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა

სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისი დაკარგვა ან გაუვარგისება, –

ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 400. მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

1. საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 401. საფრენი აპარატის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

სამხედრო საფრენი აპარატის მართვის ან ფრენისათვის მზადების წესის ანდა მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 402. ხომალდის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

სამხედრო ხომალდის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 403. გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა

1. გარშემომყოფისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან, რადიოაქტიურ, ფეთქებად ან სხვაგვარ ნივთიერებასთან ანდა საგანთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, სამხედრო ტექნიკის განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

კარი მეთოთხმეტე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

თავი XLVII დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ

მუხლი 404. აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება

1. აგრესიის აქტის დაგეგმვა ან მომზადება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

2. აგრესიის აქტის დაწყება ან წარმოება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტიანი კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

2. ამ თავის მიზნებისთვის „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

3. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის, დაწყებისთვის ან წარმოებისთვის, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით აშკარად არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2727 - ვებგვერდი, 06.11.2014წ.

მუხლი 405. მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ

1. საქვეყნოდ მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2727 - ვებგვერდი, 06.11.2014წ.

მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება, გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 26.12.2018წ.

მუხლი 407. გენოციდი

გენოციდი, ესე იგი ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 408. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 409. ეკოციდი

1. ეკოციდი, ესე იგი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 410. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში

1. შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან არასრულწლოვნის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

3. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 411. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ:

ა) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა;

ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს;

გ) მომეტებული საშიშროების შემცველ ნაგებობაზე ან დანადგარზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს;

დ) დაუცველ ადგილზე ან დემილიტარიზებულ ზონაზე თავდასხმა;

ე) პირზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ მან შეწყვიტა საომარ მოქმედებაში მონაწილეობა;

ვ) ცეცხლის დროებით შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი კრისტალის ან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია;

ზ) ოკუპანტი ქვეყნის მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა ანდა ოკუპირებული ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ან სამოქალაქო პირების დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;

თ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის უსაფუძვლოდ შეფერხება;

ი) აპარტეიდი ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა არაჰუმანური მოქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას;

კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე, ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიმართული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ან არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე დაჭრილთა, ავადმყოფთა, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, სანიტარიული ნაწილების, სანიტარიული სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის, დევნილების, აპატრიდების, საომარი მოქმედებების დროს დაცვით მოსარგებლე სხვა პირების წინააღმდეგ, კერძოდ:

ა) განზრახ მკვლელობა;

ბ) წამება ან სხვა არაჰუმანური მოპყრობა, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩათვლით;

გ) განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ტრამვის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას;

დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;

ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა სამხედრო ტყვისათვის, მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირისათვის;

ვ) დაცვით მოსარგებლე პირის დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ანდა დაპატიმრება;

ზ) მძევლად აყვანა;

თ) თვითნებური და ფართომასშტაბიანი ნგრევა ან ქონების მითვისება, რაც არ იყო გამოწვეული საომარი აუცილებლობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191

საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №971 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

მუხლი 412. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდა სახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით ან ფიზიკური დასახიჩრებით

მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით, კერძოდ:

ა) ისეთი მოქმედება, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური დასახიჩრება;

ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება;

გ) გადანერგვისათვის ოპერაციის ჩასატარებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

მუხლი 413. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა

ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;

ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან დასაცავად;

გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები საყოველთაოდ აკრძალულია;

დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191

კარი მეთხუთმეტე გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XLVIII გარდამავალი დებულებანი

მუხლი 414. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1999 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“.

2. (ამოღებულია).

3. 2001 წლის პირველ იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი „სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის წესის შესახებ“.

4. (ამოღებულია).

5. მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად ამ სასჯელის მისი არასამუშაო ადგილას მოხდით (საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი), აღნიშნული სასჯელი შეეცვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ჯარიმამ არ შეიძლება გადაამეტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას.

6. მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახლება (პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), გასახლება (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), საზოგადოებრივი გაკიცხვა (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში გაგზავნა (23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ან მშობლის უფლების ჩამორთმევა (23-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), ნასამართლობის მოხსნით თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან.

7. (ამოღებულია).

8. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75

საქართველოს 2007 წლის 23 მაისის კანონი №4785 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ.166

საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31

საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონი №546 – ვებგვერდი, 08.05.2013წ.

თავი XLIX დასკვნითი დებულებანი

მუხლი 415. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა 44-ე და 47-ე მუხლებისა და XXXIII თავისა – ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის მიმართ, ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

2. 44-ე მუხლი ამოქმედდეს „არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

3. (ამოღებულია - 01.06.2017, №944).

4. ამ კოდექსის XXXIII თავი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მიმართ ძალაშია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.

5. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10).

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2287-რს

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (11)

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2361 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.212

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №68 – სსმ I, №48(55), 16.12.1999 წ., მუხ.244

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №386 – სსმ I, №22, 15.06.2000 წ., მუხ.57

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1471 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1796 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 25 დეკემბრის კანონი №2980 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №185 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.