ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გან თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) 53², 64¹ და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 82¹ მუხლებით, 82² მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 128² მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებითა და 128³ მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება გულისხმობს:
ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 53², 77-ე, 82-ე და 82¹ მუხლებით, 82² მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებ ით, 128² მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებითა და 128³ მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;
ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64¹და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;
გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 82² მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.
მუხლი 3
1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გან თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.
2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 6 დეკემბერი.
№5368- IIს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.