პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 46 თავი
  1. კარი I ზოგადი დებულებანი
  2. თავი I საქართველოს საგადასახადო სისტემა
  3. თავი II ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
  4. კარი II გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი
  5. თავი III ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია
  6. თავი IV გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა
  7. კარი III გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა
  8. თავი V გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება
  9. თავი VI საქართველოს საგადასახადო ორგანოები და მათი ძირითადი ფუნქციები
  10. თავი VII საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები
  11. კარი IV საგადასახადო ვალდებულება
  12. თავი VIII საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
  13. თავი IX საგადასახადო ანგარიშგება
  14. თავი X. (ამოღებულია)
  15. კარი V საშემოსავლო და მოგების გადასახადები
  16. თავი XI საშემოსავლო გადასახადი
  17. თავი XII სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
  18. თავი XIII მოგების გადასახადი
  19. თავი XIV ერთობლივი შემოსავალი
  20. თავი XV გამოქვითვები და ზარალი
  21. თავი XVI საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთა
  22. თავი XVII საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება
  23. თავი XVIII შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  24. თავი XIX საგადასახადო აღრიცხვის წესები
  25. თავი XX გადასახადების ადმინისტრირების წესები
  26. კარი VI დამატებული ღირებულების გადასახადი
  27. თავი XXI ზოგადი ნაწილი
  28. თავი XXII დასაბეგრი ოპერაციები
  29. თავი XXIII დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი
  30. თავი XXIII¹ დაბეგვრის დრო
  31. თავი XXIII² დასაბეგრი თანხა
  32. თავი XXIV დასაბეგრი პირის რეგისტრაცია
  33. თავი XXIV¹ დღგ-ის განაკვეთი, საგადასახადო პერიოდი და ანგარიშგება
  34. თავი XXV დღგ-ისგან გათავისუფლება
  35. თავი XXVI დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნება
  36. კარი VII აქციზი
  37. თავი XXVII აქციზი
  38. კარი VIII იმპორტის გადასახადი
  39. თავი XXVIII იმპორტის გადასახადი
  40. კარი IX ადგილობრივი გადასახადი
  41. თავი XXIX ქონების გადასახადი
  42. კარი X. (ამოღებულია)
  43. თავი XXX. (ამოღებულია)
  44. თავი XXXI. (ამოღებულია)
  45. თავი XXXII. (ამოღებულია)
  46. თავი XXXIII. (ამოღებულია)
  47. თავი XXXIV. (ამოღებულია)
  48. კარი XI საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
  49. თავი XXXV საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
  50. კარი XII საგადასახადო კონტროლი
  51. თავი XXXVI ძირითადი დებულებანი
  52. თავი XXXVII მიმდინარე კონტროლის პროცედურები
  53. თავი XXXVIII საგადასახადო შემოწმება
  54. კარი XIII საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
  55. თავი XXXIX ზოგადი დებულებანი
  56. თავი XL საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
  57. თავი XLI საგადასახადო შეთანხმება
  58. კარი XIV საგადასახადო დავა
  59. თავი XLII საგადასახადო დავის წარმოება
  60. კარი XV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  61. თავი XLIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კარი V საშემოსავლო და მოგების გადასახადები

თავი XIX საგადასახადო აღრიცხვის წესები

მუხლი 135. საანგარიშო პერიოდი

1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.

2. რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისა და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის 7¹ ნაწილით, 97-ე მუხლის 9³ ნაწილით ან 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

4. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისთვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

5. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (9)

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

4¹. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.

5. დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) უნდა განისაზღვროს იმავე მეთოდით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის. ამასთანავე, შემოსავლის (მოგების) კორექტირება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. თუ ამავე კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისათვის მან უნდა გამოიყენოს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.

6. ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით, იმ პირობით, რომ იგი საგადასახადო წლის განმავლობაში ერთ მეთოდს გამოიყენებს.

7. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.

8. (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).

9. გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის მეთოდის ნებისმიერი ასპექტის შეცვლისას დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) კორექტირება უნდა მოხდეს ასეთი შეცვლის წელს, იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნება გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

10. თუ გადასახადის გადამხდელი არაფულადი ფორმით იღებს შემოსავლებს ან სწევს ხარჯებს, ასეთი შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება იმ წესით, რა წესითაც განისაზღვრება ფულადი ფორმით შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი.

11. ზოგიერთი სახის საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელს, თუ ასეთი საქმიანობისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია დაბეგვრის განსხვავებული პირობები, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეიძლება დაუდგინოს ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება. ამასთანავე, ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები დადასტურებული უნდა იქნეს სააღრიცხვო დოკუმენტაციით.

12. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.

14. ამ კოდექსის 98¹−98⁴ მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.

15. პირის მიერ დერივატივის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრა და აღიარება ხდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რომლებზედაც არ გავრცელდება დერივატივის ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობის განსაზღვრისა და აღიარების აღნიშნული წესი, და ასეთი შემთხვევები განსხვავებულად მოაწესრიგოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 137. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით

აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა:

ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან;

ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 138. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.

2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 139. საკასო მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.

3. გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

4. სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული გადასახდელის მიმართ, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, არის პროცენტის (იჯარის) ის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 140. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით

დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 141. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:

ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;

ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.

3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

4. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).

5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.

შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის:

ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი;

ბ) საპროცენტო შემოსავლები განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 142. დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;

ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;

გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.

2. ფინანსურ ვალდებულებაში იგულისხმება გარიგების (ხელშეკრულების) შედეგად აღებული ვალდებულება, რომლის შესრულების ძალითაც ამ გარიგების (ხელშეკრულების) მეორე მონაწილემ უნდა მიუთითოს ვალდებულების შესაბამისი შემოსავალი ფულადი ან სხვა ფორმით.

3. სავალო ვალდებულების პროცენტის ან იჯარით გაცემული ქონებიდან გადასახდელის გადახდისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტი. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ხარჯები საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება მათი დარიცხვების შესაბამისად.

4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;

ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

მუხლი 143. თანამფლობელობა

1. ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საწარმოდ ითვლება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2. ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.

3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.

4. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.

5. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

6. ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.

7. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

8. ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.

9. ამ მუხლის მე-2 და მე-5−მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

10. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

მუხლი 144. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით

1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.

2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 145. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

4. საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

ა) ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი;

ბ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი;

გ) მეთოდი FIFO, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის მიეკუთვნება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით.

5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

6¹. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

8. ამ მუხლის მე-6 და 6¹ ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

მუხლი 146. კომპენსირებული გამოქვითვები და რეზერვების შემცირება

1. ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული თანხა იმ წლის შემოსავლად ითვლება, რომელშიც ანაზღაურდა იგი.

2. წინასწარ გამოქვითული რეზერვების შემცირებისას შემცირებული თანხა შეიტანება მიმდინარე წლის ერთობლივ შემოსავალში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 147. მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას

1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.

2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.

3. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

მუხლი 148. აქტივების ღირებულება

1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.

3. თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.

4. მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.

5. სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 149. მოგების ან ზარალის აუღიარებლობა

1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება:

ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის;

ბ) აქტივის გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს;

გ) აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევა და განადგურების/ჩამორთმევის წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე:

გ.ა) განადგურების/ჩამორთმევის შედეგად მიღებული კომპენსაციის თანხის რეინვესტირება ხორციელდება მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივში;

გ.ბ) განადგურებული/ჩამორთმეული აქტივის ჩანაცვლება ხდება კომპენსაციის შედეგად მიღებული მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივით;

დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად;

ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემცვლელი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეცვლილი აქტივის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით განადგურების/ჩამორთმევის მომენტისათვის.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივის ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №4720 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 150. იურიდიული პირის ლიკვიდაცია

1. თუ ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია და პარტნიორ იურიდიულ პირს გადაეცემა მისი წილის პროპორციული (შესაბამისი) აქტივი და, ამასთანავე, პარტნიორი იურიდიული პირი ლიკვიდაციამდე ფლობდა 50 პროცენტს ან მეტს ამ იურიდიულ პირში, მაშინ:

ა) ასეთი გადაცემა არ ითვლება ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ აქტივების რეალიზაციად (მიწოდებად);

ბ) პარტნიორისათვის მისი წილის პროპორციულად (შესაბამისად) გადაცემული აქტივის ღირებულება იგივეა, რაც ამ აქტივის ღირებულება ლიკვიდირებული იურიდიული პირისათვის გადაცემამდე;

გ) აქტივების განაწილება არ არის დივიდენდი;

დ) მოგება და ზარალი მხედველობაში არ მიიღება ლიკვიდირებულ იურიდიულ პირში პარტნიორის წილის გაუქმებისას.

2. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის ერთდროულად გადაცემა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ ლიკვიდაციის მიზანი არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება;

ბ) ლიკვიდაციაში პარტნიორი იურიდიული პირი არარეზიდენტია, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ლიკვიდაციაში პარტნიორი არარეზიდენტი იურიდიული პირის არსებობისას ამ მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია, თუ საგადასახადო ორგანო ამ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ არ ხდება გადასახადისაგან თავის არიდება, და აღნიშნულის თაობაზე გასცემს შესაბამის თანხმობას.

6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

მუხლი 151. იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა

1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.

6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 152. იურიდიული პირის რეორგანიზაცია

1. რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა რეორგანიზაციის განხორციელების წინ.

2. ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის არ ითვლება ქონების რეალიზაციად.

3. რეორგანიზაციის მხარე რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ ითვლება წილის (აქციების) რეალიზაციად.

4. წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა.

5. რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირში წილის განაწილება, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ რეორგანიზაციის მხარეა, არ არის დივიდენდი.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული თავდაპირველი წილის (აქციების) ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე (აქციებზე) მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა განაწილებული და თავდაპირველი წილის (აქციების) საბაზრო ღირებულების განაწილების მომენტისათვის და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ.

7. თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ შერწყმის, შეძენის, მიერთების ან გაყოფის ოპერაციის მიზანი არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება, რეორგანიზაცია მოიცავს:

ა) ორი ან მეტი რეზიდენტი იურიდიული პირის შერწყმას;

ბ) ხმის უფლების მქონე 50 პროცენტის ან მეტი წილისა და რეზიდენტი იურიდიული პირის პარტნიორის წილის საერთო მოცულობის ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის შეძენას ან მიერთებას მხოლოდ შეძენის ან მიერთების ოპერაციაში პარტნიორ მხარეთა მსგავსი უფლებებით, წილის (აქციების) სანაცვლოდ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის აქტივების 50 პროცენტის და მეტის შეძენას სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) სანაცვლოდ, დივიდენდებთან მიმართებით პრივილეგირებული უფლების გარეშე;

დ) რეზიდენტი იურიდიული პირის გაყოფას ორ ან მეტ რეზიდენტ იურიდიულ პირად.

8. რეორგანიზაციის მხარედ მიიჩნევა ნებისმიერი რეზიდენტი იურიდიული პირი:

ა) რომელიც პირდაპირ არის ჩართული რეორგანიზაციაში;

ბ) რომელიც უშუალოდ ფლობს რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართულ რეზიდენტ იურიდიულ პირს;

გ) რომელსაც ფლობს რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართული რეზიდენტი იურიდიული პირი.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის იურიდიული პირის ფლობა გულისხმობს ამ იურიდიულ პირში ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) 50 პროცენტის ან მეტის და ყველა სხვა დარჩენილი წილის (აქციების) ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის ფლობას.

10. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.

12. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

თავი XX გადასახადების ადმინისტრირების წესები

მუხლი 153. დეკლარაციის წარდგენა

1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7¹ ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);

ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);

გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

2. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.

3. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დაშლის შესახებ და იმავე ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია.

3¹. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581);

4. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.

4¹. (ამოღებულია - 26.12.2014, №3015).

5. მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.

5¹. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ა) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;

ბ) გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.

6. მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე:

ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში;

გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.

7. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3, 9¹ და 9³ ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ.

11. ფიზიკური პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 7¹ ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

12. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (14)

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №118 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:

ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;

ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს;

ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;

გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინის (აზარტული ტურნირის/საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;

ე¹) სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას;

ვ) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს;

ი) პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს;

კ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5202);

ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას;

მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ნ) (ამოღებულია - 12.11.2025, №1061);

ო) ტურისტული საწარმო – ამ კოდექსის 133² მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 133³ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას;

ჟ) აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია − „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის მონაწილისთვის მის პირად საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების გაცემისას;

რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;

ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;

გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:

გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“.

გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3¹. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია, ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაქირავებული უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თვითონ შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტ დამქირავებელს ეხსნება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.

საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (22)

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4324 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1904/5 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

მუხლი 155. მიმდინარე გადასახდელები

1. საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

2. მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება, ასევე პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და გასული საგადასახადო წლის მიხედვით ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი.

3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.

5. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან (მოგებიდან) მიმდინარე საგადასახადო წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან.

5¹. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

6. მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.

7. მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

კარი VI დამატებული ღირებულების გადასახადი

თავი XXI ზოგადი ნაწილი

მუხლი 156. ზოგადი დებულებები

1. ეს კარი განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ − დღგ) გამოანგარიშების და გადახდის წესს.

2. დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.

3. დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.

4. ამ კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 157. ტერმინთა განმარტებები

ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი:

ა.ა) ფიზიკური პირი;

ა.ბ) საწარმო ან ორგანიზაცია ამ კოდექსის შესაბამისად;

ა.გ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი;

ბ) დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი − ადგილი, საიდანაც დასაბეგრი პირი ახორციელებს თავის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც ფუნქციონირებს დასაბეგრი პირის მმართველობითი ორგანო და მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები.

შენიშვნა: თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები არ იძლევა დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას, უპირატესობა ენიჭება ადგილს, სადაც მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები;

გ) ფიქსირებული დაწესებულება − ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს იგი საკუთარი საჭიროებისთვის;

დ) მუდმივი მისამართი − ფიზიკური პირის მისამართი, სადაც ის რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მისამართი, რომლის შესახებ ფიზიკურმა პირმა აცნობა საგადასახადო ორგანოს, თუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მისამართი არ ასახავს რეალობას;

ე) საცხოვრებელი ადგილი − ადგილი, რომელსაც ფიზიკური პირი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირადი ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნიდან/ვალდებულებიდან გამომდინარე, მისი ამ საცხოვრებელ ადგილთან მჭიდრო/სტაბილური კავშირის არსებობის გათვალისწინებით;

ვ) საქართველოს ტერიტორია − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია, მათ შორის, სახმელეთო სივრცე, მისი წიაღი და საჰაერო სივრცე მის ზემოთ, შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი, წიაღი და საჰაერო სივრცე მათ ზემოთ, აგრეთვე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან/და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები − ორგანოები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ხელისუფლებას, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს;

თ) უძრავი ნივთი:

თ.ა) მიწის ზედაპირზე ან მის ქვეშ არსებული ნებისმიერი ადგილი, რომელზედაც შესაძლებელია წარმოიშვას საკუთრების ან მფლობელობის უფლება;

თ.ბ) მიწაზე ან მის ქვეშ განთავსებული ნებისმიერი შენობა/ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის;

თ.გ) ნებისმიერი ნივთი, რომელიც შენობის/ნაგებობის განუყოფელი ნაწილია და რომლის გარეშეც ეს შენობა ან ნაგებობა არასრულია, კერძოდ, კარი, ფანჯარა, სახურავი, კიბე, ლიფტი და სხვა მსგავსი ნივთები;

თ.დ) ნებისმიერი ნივთი, აღჭურვილობა ან მანქანა-დანადგარი, რომელიც მუდმივად დამონტაჟებულია შენობაში/ნაგებობაში და რომლის გადაადგილება შეუძლებელია მისი განადგურების, გადაკეთების ან მისთვის დანიშნულების შეცვლის გარეშე;

ი) მცირე ღირებულების საჩუქარი − საქონელი ან მომსახურება, რომლის გადაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ და რომლის ღირებულება, დღგ-ის გარეშე, ერთ ფიზიკურ პირზე არ აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში 50 ლარს. მცირე ღირებულების საჩუქრად არ განიხილება სარეკლამო და წარმომადგენლობითი ხარჯი;

კ) სავაჭრო შუამავალი − დასაბეგრი პირი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შესყიდული ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის გადაყიდვა და რომლის მიერ აღნიშნული საქონლის პირადი მიზნისთვის მოხმარების მოცულობა უმნიშვნელოა;

ლ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;

მ) დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი − მომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად;

ნ) უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი − მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის;

ო) უწყვეტი მომსახურება − მომსახურება, რომლის შედეგით სარგებლობა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია უწყვეტად, საანგარიშო პერიოდის ნებისმიერ მომენტში;

პ) რეგულარული მომსახურება − მომსახურება, რომელიც არ არის უწყვეტი მომსახურება, მაგრამ მისი მიღების უფლება ხელშეკრულების/შეთანხმების მიხედვით მომხმარებელს აქვს საანგარიშო პერიოდის კონკრეტულ მომენტში, მომსახურების გამწევთან დამატებითი შეთანხმების გარეშე;

ჟ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება − მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე; მათ შორის:

ჟ.ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;

ჟ. ბ) ვებგვერდის მიწოდება;

ჟ.გ) ვებჰოსტინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;

ჟ.დ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;

ჟ.ე) გამოსახულების, ტექსტისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ.ვ) მუსიკის, ფილმისა და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება;

ჟ.ზ) პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება;

ჟ.თ) დისტანციური სწავლების მიწოდება;

ჟ.ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების სხვა სახეები.

შენიშვნა: მხოლოდ ის გარემოება, რომ მომსახურების გამწევი და შემძენი ინფორმაციას ელექტრონულად ცვლიან, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მომსახურება ელექტრონულად არის გაწეული;

რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე;

ს) ვაუჩერი − ინსტრუმენტი, რომელიც წარმოშობს დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის/მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ და მასში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტში იდენტიფიცირებადია მისაწოდებელი საქონელი/მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები;

ტ) ერთჯერადი ვაუჩერი − ვაუჩერი, რომლის გამოშვებისას იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ;

უ) მრავალჯერადი ვაუჩერი − ვაუჩერი, რომელიც არ არის ერთჯერადი ვაუჩერი;

ფ) მეორადი ნივთი − გამოყენებული მოძრავი ნივთი, რომელიც გამოყენებისთვის კვლავ ვარგისია არსებული სახით ან შეკეთების შემდეგ, გარდა ხელოვნების ნიმუშისა, საკოლექციო ნივთისა და ანტიკვარიატისა, აგრეთვე ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ქვისა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით;

ქ) დასაბეგრი დილერი − ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, მიუხედავად იმისა, მოქმედებს იგი საკუთარი თუ სხვა პირის სახელით, მასთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიოს გადახდა ხორციელდება საქონლის შეძენისას ან გაყიდვისას;

ღ) სეს ესნ − საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა;

ყ) სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარა − სატრანსპორტო საშუალების (სეს ესნ-ის 86-ე, 87-ე, 88-ე და 89-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის, გემის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების) უწყვეტად ფლობა ან გამოყენება, გემის შემთხვევაში − არაუმეტეს 90 დღისა, ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − არაუმეტეს 30 დღისა;

შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;

ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;

ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა;

ძ) ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი – შენობის/ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით;

წ) საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.

შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 158. დღგ-ით დასაბეგრი პირი

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:

ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

4. ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება:

ა) ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ−ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობები;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა:

ბ.ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისა;

ბ.ბ) წყლის, გაზის, ელექტროენერგიის ან თბოენერგიის მიწოდებისა;

ბ.გ) საქონლის ტრანსპორტირებისა;

ბ.დ) პორტის ან აეროპორტის მომსახურებისა;

ბ.ე) მგზავრის ტრანსპორტირებისა;

ბ.ვ) რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდებისა;

ბ.ზ) საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისა;

ბ.თ) გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებისა;

ბ.ი) დასაწყობებისა;

ბ.კ) სარეკლამო საქმიანობისა;

ბ.ლ) ტურისტული აგენტის საქმიანობისა;

ბ.მ) საზოგადოებრივი კვებისა;

ბ.ნ) რადიო- და ტელესამაუწყებლო საქმიანობისა.

5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, კონკურენციის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 ნაწილისგან განსხვავებული საქმიანობის სახეები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

თავი XXII დასაბეგრი ოპერაციები

მუხლი 159. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

2. საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 160. საქონლის მიწოდება

1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:

ა) ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხელისუფლების/ მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა;

ბ) საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით;

გ) საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.

2. ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა მსგავსი ქონება განიხილება მატერიალურ ქონებად. ფული (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების მონეტისა), აგრეთვე, კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი), საქონლად არ განიხილება.

3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;

გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;

დ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ საქონლის საკუთარ მფლობელობაში დატოვება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;

ე) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება, თუ მას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში ნაშთად დარჩენილ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი;

ვ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა;

ზ) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა;

თ) ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

4. უძრავი ნივთის თანამესაკუთრის მიერ თანასაკუთრებაში მისი წილის მიწოდება უძრავი ნივთის მიწოდებად განიხილება.

5. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

6. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.

7. საქონლის მიწოდებად არ განიხილება:

ა) დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება;

ბ) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა;

გ) აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის.

შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ ნაწილით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 160¹. მომსახურების გაწევა

1. მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:

ა) არამატერიალური ქონების გადაცემა;

ბ) ქმედებისგან თავის შეკავების ან განსაზღვრული ქმედების/სიტუაციის დაშვების ვალდებულება;

გ) მომსახურების გაწევა სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:

ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

გ) საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის წილის სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

3. პირი, რომელიც თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად.

4. მომსახურების გაწევად არ განიხილება:

ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციები;

ბ) ფულზე, აგრეთვე კრიპტოგრაფიულ ვალუტაზე (კრიპტოაქტივზე), საკუთრების უფლების გადაცემა.

5. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დებულებები, ამავე ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზეც.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 160². საქონლის იმპორტი

საქონლის იმპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 160³. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები

1. საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ, საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.

3. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ, ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.

4. თუ დასაბეგრი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს ერთჯერადი ვაუჩერის გამომცემ საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირს, მიიჩნევა, რომ მან მიაწოდა ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება ამ ვაუჩერის გამომცემ დასაბეგრ პირს.

5. მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთანავე, ამ მრავალჯერადი ვაუჩერის ყველა წინა გადაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.

6. თუ მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მისი მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება.

7. ვაუჩერის სანაცვლოდ, უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის/ მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი უწყვეტი/რეგულარული მიწოდების დაბეგვრისთვის, ამ კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მომენტში.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ცალკეული სახის დასაბეგრი ოპერაციების დაბეგვრის ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისგან განსხვავებული წესი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 161. უკუდაბეგვრა

1. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება:

ა) საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში;

ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა;

გ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა;

დ) ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა.

2. ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს);

გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნისთვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში აქცევს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე;

გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;

გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე;

დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

დ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;

დ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.

6. დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ იბეგრება:

ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან;

ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის გადაცემა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 161¹. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:

ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება;

ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;

გ) სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება;

დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.

2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:

ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება;

ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება;

დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას;

ბ) საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 170-ე−172-ე მუხლების, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

მუხლი 161². ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა

1. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება შესაძლებელია დღგ-ით დაიბეგროს დაბეგვრის სპეციალური სქემის (შემდგომ − სპეციალური სქემა) მიხედვით.

2. დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის.

3. დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი.

4. საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

5. დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.

6. დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.

7. დასაბეგრი დილერი ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების შესახებ, სადაც მიეთითება ამ სქემის გამოყენების პერიოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს 24 თვეზე ნაკლები. აღნიშნული ვადა აითვლება საგადასახადო ორგანოში ამ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის თვის დასაწყისიდან.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების სახეებს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია დაიბეგროს სპეციალური სქემის მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

თავი XXIII დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი

მუხლი 162. საქონლის მიწოდების ადგილი

1. საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება.

2. თუ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მისი შემძენთან გაგზავნის ან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში.

3. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის სავაჭრო შუამავლისთვის მიწოდების შემთხვევაში, მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც სავაჭრო შუამავალს დაფუძნებული აქვს თავისი საქმიანობა ან, სადაც მას აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება ამ საქონლის მიწოდება, ხოლო, თუ არ არსებობს საქმიანობის დაფუძნების ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება − ადგილი, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

4. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდებისას, თუ ამას არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 ნაწილი, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება მომხმარებლის მიერ ამ საქონლის ფაქტობრივი გამოყენებისა და მოხმარების ადგილი.

5. თუ ფაქტობრივად არ ხორციელდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ან ელექტრონერგიის სრულად ან ნაწილობრივ მოხმარება, საქონელი, რომელიც არ იქნა მოხმარებული, მიიჩნევა გამოყენებულად და მოხმარებულად იმ ადგილზე, სადაც მომხმარებელი ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ან აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება საქონლის მიწოდება. თუ არ არსებობს საქმიანობის ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება, მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებული და მოხმარებულია მომხმარებლის მიერ იმ ადგილზე, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 162¹. მომსახურების გაწევის ადგილი

1. თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

2. მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი:

ა) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;

ბ) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების გამწევის ფიქსირებული დაწესებულების მიერ, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების გამწევია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

4. უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის:

ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება;

ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).

5. სხვა პირის სახელით და დავალებით მოქმედი შუამავლის მიერ არადასაბეგრი პირისთვის გაწეული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება იმ ოპერაციის განხორციელების ადგილი, რისთვისაც არის გაწეული ეს საშუამავლო მომსახურება.

6. არადასაბეგრი პირისთვის, კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობი, ფიზიკური კულტურისა და სპორტული ან მსგავსი ღონისძიებების, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა, ასევე ამ ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების (მათ შორის, დამხმარე მომსახურების) გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.

7. დასაბეგრი პირისთვის, კულტურულ, სახელოვნებო, სამეცნიერო, განათლების, გასართობ, ფიზიკური კულტურისა და სპორტულ ან მსგავს ღონისძიებებზე, როგორებიცაა წარმოდგენა, პრეზენტაცია ან გამოფენა შესვლის/დაშვების უფლების ან/და ასეთ შესვლის/დაშვების უფლებასთან დაკავშირებული დამხმარე მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება.

8. მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მისი ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ არადასაბეგრი პირისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:

ა) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, გადაფუთვას, დასაწყობებას და საქონლის შენახვას გადაზიდვისას, საქონლის შეფუთვას ტრანსპორტირების მიზნით, დოკუმენტაციის მომზადებას საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე, ინსპექტირებას, შემოწმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და სხვა მსგავს მომსახურებებს;

ბ) მოძრავი ნივთის შეფასება ან ასეთ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაო/მომსახურება.

9. მგზავრისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.

10. არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.

11. სარესტორნე ან/და კვების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს მომსახურება ფაქტობრივად ხორციელდება.

12. სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.

13. არადასაბეგრ პირზე სატრანსპორტო საშუალების გაქირავების/იჯარის ადგილი, გარდა მოკლევადიანი იჯარისა, არის ადგილი, სადაც მომხმარებელი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამასთანავე, არადასაბეგრ პირზე სასეირნო კატერის გაქირავების (გარდა მოკლევადიანი იჯარისა) ადგილი არის ადგილი, სადაც სასეირნო კატერი ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.

14. არადასაბეგრი პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს, თუ მისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:

ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურება;

ბ) რადიო- და ტელესამაუწყებლო მომსახურება;

გ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;

დ) საავტორო უფლების, პატენტის, ლიცენზიის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მსგავსი უფლების გადაცემა ან დათმობა;

ე) სარეკლამო მომსახურება;

ვ) საკონსულტაციო, საინჟინრო, იურიდიული, საბუღალტრო და სხვა მსგავსი მომსახურება, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის მიწოდების მომსახურება;

ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის ან უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებისგან ან განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულება;

თ) საბანკო, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა, გარდა სეიფის იჯარისა;

ი) პერსონალით უზრუნველყოფა;

კ) მოძრავი ნივთის იჯარით გადაცემა, გარდა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების იჯარისა.

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-3 ნაწილით და მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული ცალკეული მომსახურება განიხილება:

ა) სხვა ქვეყანაში გაწეულად, თუ ის ხორცილდება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ;

ბ) განიხილება საქართველოში გაწეულად, თუ ის ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

თავი XXIII¹ დაბეგვრის დრო

მუხლი 163. დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დასაბეგრი პირის მიერ მისი წარმოებული შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტში;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში;

გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მომენტში;

დ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

4. ამ კოდექსის 160¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) რემონტის დასრულების მომენტში (მომენტში, როდესაც სარემონტო მომსახურების/სამუშაოების გაწევა დღგ-ით დაიბეგრებოდა მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელების შემთხვევაში).

5. დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა ან საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ა) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით;

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

გ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში;

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

7. ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბევრის მომენტში.

8. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაბეგრი პირი საქონლის/მომსახურების მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად მიიჩნევა საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის/მომსახურების ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 163¹. დაბეგვრის დრო იმპორტისას

საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტში, ხოლო, თუ საქონელი არ იბეგრება იმპორტის გადასახადით ან გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან − მომენტში, როდესაც ეს საქონელი დაიბეგრებოდა, ამ გადასახადისგან გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

თავი XXIII² დასაბეგრი თანხა

მუხლი 164. დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

2. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:

ა) „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში;

ბ) „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე;

გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.

3. ამ კოდექსის 160¹ მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა მოიცავდეს:

ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, გარდა დღგ-ისა;

ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორებიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს.

5. დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება:

ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის;

ბ) საქონლის/მომსახურების შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ მიწოდების მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა;

გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის/მომსახურების შემძენისგან მიღებული თანხა, როგორც შემძენის სახელითა და დავალებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, დასაბეგრი პირი ვალდებულია დაასაბუთოს ამ ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების ფაქტობრივი მოცულობა და მას არ აქვს უფლება, ჩაითვალოს აღნიშნულთან დაკავშირებით გადახდილი დღგ;

დ) ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი − ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის ლიზინგით მიწოდებისას;

ე) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული/მისაღები პირგასამტეხლო ან სხვა სახის ფულადი ანაზღაურება.

6. მრავალჯერადი ვაუჩერით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე. ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

7. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

8. მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის ხარჯები არ შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ თანხაში. ამასთანავე, თუ აღნიშნული საქონელი არ დაბრუნდა, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 164¹. დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს

1. საქონლის იმპორტისას დასაბეგრი თანხა არის საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის.

2. თუ დასაბეგრი თანხა არ მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, მასში შეიტანება:

ა) საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში ან/და საქართველოში კუთვნილი გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა დღგ-ისა;

ბ) თანმდევი ხარჯები, როგორებიცაა საკომისიო, შეფუთვის, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქონლის დანიშნულების პირველ ადგილამდე, აგრეთვე, ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების სხვა ადგილზე ტრანსპორტირებისთვის, თუ ეს სხვა ადგილი ცნობილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში.

შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის დანიშნულების პირველი ადგილი არის ადგილი, რომელიც მითითებულია იმ დოკუმენტში, რომლითაც ხორციელდება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, თუ შესაბამის დოკუმენტში ეს ადგილი მითითებული არ არის, დანიშნულების პირველ ადგილად განიხილება საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ტრანსპორტირების/გადაცემის ადგილი.

3. დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება:

ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის;

ბ) შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ იმპორტის მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა.

4. საბაჟო საწყობში მიწოდებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ:

ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.

5. პირის მიერ, თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ:

ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო, თუ საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თიზ-ის საწარმოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, იმპორტიორისთვის საქონლის მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით, შესრულებულად მიიჩნევა.

6. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

7. საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ ხდება ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში დეკლარირება ან მისი რეექსპორტი, რომლის დროსაც, ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის საქონლის საბაჟო ღირებულება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

თავი XXIV დასაბეგრი პირის რეგისტრაცია

მუხლი 165. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

3. დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

4. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

6. პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.

7¹. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.

8. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირის, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნების მიუხედავად, დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

10. დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

მუხლი 165¹. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:

ა) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;

ბ) პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;

გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან.

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 165². დღგ-ის გადახდაზე ვალდებული პირები

1. დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ან რეგისტრაციაზე ვალდებულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა:

ა) საქონლის იმპორტის განმახორციელებელ პირს;

ბ) საგადასახადო აგენტს, ოპერაციაზე, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად უკუდაბეგვრის წესით იბეგრება;

გ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს, ამ საქონლის რეალიზაციისას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით;

დ) საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ პირს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციისას;

ე) დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის ადგილი ამ კოდექსის შესაბამისად საქართველოა და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და დასაბეგრი პირის ინფორმირების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

თავი XXIV¹ დღგ-ის განაკვეთი, საგადასახადო პერიოდი და ანგარიშგება

მუხლი 166. დღგ-ის განაკვეთი

დღგ-ის განაკვეთია 18 პროცენტი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 167. საგადასახადო პერიოდი

დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 168. დეკლარირების წესი

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

2. საქონლის იმპორტისას დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის გადასახადის გადახდისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით გათვალისწინებული, სეს ესნ 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოპერაციის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრისას, საგადასახადო აგენტი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

თავი XXV დღგ-ისგან გათავისუფლება

მუხლი 169. ზოგადი დებულებები

1. ეს თავი განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს.

2. ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

3. ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

4. ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.

5. დასაბეგრ პირს უფლება აქვს არ გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და დღგ-ით დაბეგროს ამ კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციები. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 170. შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში

1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:

ა) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/ მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება;

ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება;

გ) კბილის ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, აგრეთვე სტომატოლოგის ან/და კბილის ტექნიკოსის მიერ კბილის პროთეზირების მომსახურების გაწევა;

დ) ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება;

ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება;

ზ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს;

თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა);

ი) ბავშვისა და მოზარდის უფლებების დაცვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ;

კ) ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება;

ლ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;

მ) რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ ნაწილის „ა“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა;

ნ) იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში;

ო) სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა. უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

პ) სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალური ღირებულებით მიწოდება;

ჟ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა;

რ) დიაბეტური პურის მიწოდება, რომელიც მიწოდებისას მარკირებულია ასეთად;

ს) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება;

ტ) ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაცია ან/და მოხატვა.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი და კრიტერიუმები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3829 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №109 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 171. ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე

1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:

ა) ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება;

ბ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;

გ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;

დ) ფიზიკური პირისთვის მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს ან იმ ფიზიკური პირის პირველი რიგის მემკვიდრეს:

დ.ა) რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;

დ.ბ) რომლის ქონებაც აუქციონის ან სხვა წესით შეიძინა მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით;

ე) ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება, რომლებიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება წიგნის ფორმითაც გამოიცეს;

ვ) სეს ესნ 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალების, გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;

ზ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიწოდება, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგით გადაცემა (მიწოდება);

თ) სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;

ი) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევისა;

კ) იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული;

ლ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;

მ) მუნიციპალიტეტისთვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა;

ნ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა;

ო) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 26¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში;

პ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელი არ არის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად არ განიხილება;

ჟ) სეს ესნ-ის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება;

რ) თიზ-ის საწარმოს მიერ თიზ-ის სხვა საწარმოსთვის საქონლის მიწოდება;

ს) თიზ-ის საწარმოს მიერ იმავე თიზ-ის სხვა საწარმოსთვის მომსახურების გაწევა;

ტ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება;

უ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა;

ფ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომლის მონაწილე მხარეა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;

ქ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა;

ღ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;

ყ) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დასაბეგრი პირის მიერ იმ საქონლის მიწოდება, რომელიც მის მიერ გამოყენებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული რომელიმე საქმიანობისთვის, თუ აღნიშნული საქონლის შეძენისას არ წარმოშობილა ან/და არ გამოყენებულა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 172. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება

1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა:

ა) საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობისთვის, ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციისთვის, ან ნაპირთან თევზაობისთვის განკუთვნილი ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად;

ბ) საქონლის მიწოდება სეს ესნ-ის 8906 10 00 კოდით გათვალისწინებული საბრძოლო ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;

გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული მოწყობილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება;

დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის;

ე) საჰაერო ხომალდის საწვავით ან სურსათით მომარაგება;

ვ) საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება ან იჯარა, აგრეთვე ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება;

ზ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის;

თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:

თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;

თ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;

თ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

თ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;

ი) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:

ი.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/ მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

ი.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა;

ი.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

ი.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;

ი.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;

ი.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.

2. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

3. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:

ა) თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება;

ბ) საწარმოს მიერ, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალიდან გატანის გზით;

გ) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;

დ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისთვის გადაცემა;

ე) საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი). ამასთანავე, თუ მგზავრის მიერ საქონელი საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით უნდა იქნეს გადატანილი, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ ცხოვრობს საქართველოში (პასპორტში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული ადგილი არ არის საქართველო), საქონლის საქართველოდან ტრანსპორტირება ხორციელდება მისი მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში და საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით, აღემატება 600 ლარს.

შენიშვნა: მგზავრის მიერ საქონლის საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით გადატანის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;

ვ) საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;

თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება;

ი) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურების გაწევა;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა, გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;

ლ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას საქართველოს რეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა;

მ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;

ნ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და ამ პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა;

ო) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოქროს მიწოდება;

ო¹) საინვესტიციო ოქროს მიწოდება;

პ) ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება;

ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის მომსახურების გაწევა (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჰიდროგრაფიული მომსახურების გაწევა);

რ) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ს) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს სახელმწიფო ფლობს;

ტ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა;

უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება;

ქ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით;

ღ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის ან ამ ობიექტის ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის მესაკუთრისთვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა;

ყ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება;

შ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული პროცედურის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“, „ც.დ“ და „ც.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი);

ჩ) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მომხმარებლისთვის მიწოდებისა, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევა;

ც) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მომსახურების გაწევა;

ძ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში;

წ) სეს ესნ-ის 4901 და 4903 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (წიგნის) ან ელექტრონული წიგნის მიწოდება, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა;

ჭ) სეს ესნ-ის 8702 40 000 00 კოდში მითითებული ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება;

ხ) იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულებას მოიცავს ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დასაბეგრი თანხა;

ჯ) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლისა და ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით;

ჰ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).

5. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3549 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №685 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 173. საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება

დღგ-ისგან გათავისუფლებულია:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით:

ა.ა) სამკურნალო/ფარმაცევტული მიზნისთვის განკუთვნილი სეს ესნ-ის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტი;

ა.ბ) სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ა.გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებისთვის აუცილებელი საქონლის იმპორტი;

ა.დ) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი;

ა.ე) სეს ესნ-ის 9619 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ბ) სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნ-ის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი;

დ) სეს ესნ-ის 4801, 4802 55, 4802 61 150 00 და 4810 22 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ე) სეს ესნ-ის 1211 90 860 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვების, 1211 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული საქონლის, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქის, სეს ესნ-ის 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ვ) სეს ესნ-ის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000 00, 3103–3105 (გარდა მექანიკური ნარევისა), 3808 61 000 00, 3808 62 000 00, 3808 69 000 00, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ზ) სეს ესნ-ის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი;

თ) სეს ესნ-ის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ი) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი;

კ) განძეულობის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის იმპორტი;

ლ) დიაბეტური პურის იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად;

მ) სეს ესნ-ის 4901, 4902 და 4904 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (ჟურნალები, გაზეთები, ნოტები) იმპორტი;

ნ) სეს ესნ-ის 8703 10 110 00 კოდით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი;

ო) ფულის (გარდა საკოლექციო ნიმუშის ან/და ნუმიზმატური დანიშნულების მონეტისა), აგრეთვე ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

პ) სეს ესნ-ის 8701 91 100 01, 8701 91 100 05, 8701 92 100 01, 8701 92 100 05, 8701 93 100 01, 8701 93 100 05, 8701 94 100 01, 8701 94 100 05, 8701 95 100 01 და 8701 95 100 05 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისთვის განკუთვნილი, სეს ესნ-ის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 900 00, 8708 30 910 00, 8708 30 990 00, 8708 40 500 00 – 8708 40 990 00, 8708 50 990 00, 8708 70 500 00 – 8708 70 990 00, 8708 80 350 00 – 8708 80 990 00, 8708 91 350 00 – 8708 91 990 00, 8708 92 350 00 – 8708 92 990 00, 8708 93 900 00, 8708 94 350 00 – 8708 94 990 00, 8708 99 930 00 და 8708 99 970 00 კოდებში აღნიშნული შასის, ძარას, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე სეს ესნ-ის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ჟ) ელექტროენერგიის წარმოებისთვის (თბოელექტროსადგურებისთვის) ბუნებრივი აირის იმპორტი;

რ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი;

ს) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი;

ტ) სეს ესნ-ის 8802 11 000 10, 8802 12 000 10, 8802 20 000 10, 8802 30 000 10 და 8802 40 000 10 შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული საქონლის ან/და სეს ესნ-ით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისთვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

უ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასაცემი ოქროს იმპორტი;

უ¹) საინვესტიციო ოქროს იმპორტი;

ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის:

ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;

ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებით მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;

ქ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;

ღ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ქონების იმპორტი;

ყ) საქონლის იმპორტი საერთაშორისო დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან;

შ) საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებული საქონლის იმპორტი, გარდა თიზ-იდან საქონლის იმპორტისა;

ჩ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად;

ც) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ;

ძ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის;

წ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიური ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;

ჭ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი;

ხ) საქონლის იმპორტი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო წარმომადგენლობის მიერ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული პირობებით და ლიმიტის ფარგლებში;

ჯ) თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ დაჭერილი იმ საქონლის პორტში იმპორტი, რომელიც არ არის დამუშავებული ან გაყიდვის წინ დამუშავდა;

ჰ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი;

ჰ¹) სეს ესნ-ის 4901 და 4903 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (წიგნის) იმპორტი;

ჰ²) სეს ესნ-ის 8702 40 000 00 კოდით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) იმპორტი;

ჰ³) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

თავი XXVI დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნება

მუხლი 174. ზოგადი დებულებები

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

4. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 175. დღგ-ის ჩათვლის უფლება

1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.

2. დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:

ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/ საქონლის მიწოდებისთვის;

ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;

გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლების გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 176. დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი

1. დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;

დ) ამ კოდექსის 161¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;

ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 177. დღგ-ის პროპორციული ჩათვლა

1. თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

2. დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც:

ა) მრიცხველი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას ამ კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) მნიშვნელი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.

3. დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა, რომელიც უკავშირდება:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;

ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.

4. საანგარიშო პერიოდის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება:

ა) წინა საგადასახადო წელს ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაფიქსირებული წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში;

ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში, ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაფიქსირებული თვის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თუ წინა საგადასახადო წლის შესაბამისი წლიური პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირებული არ არის.

5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;

ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:

ა) უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;

ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.

7. ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები არ გამოიყენება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში გაუმიჯნავ ოპერაციებში (ოპერაციებში, რომელზეც პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება და ოპერაციებში, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია) ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში დასაბეგრ პირს უფლება აქვს სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა.

8. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 160¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ ფარგლებში, როგორც ის გავრცელდებოდა შესაბამისად, შენობის/ნაგებობის ან სარემონტო მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.

9. ამ მუხლით გათვალისწინებულ დღგ-ის ბრუნვის თანხაში შეიტანება ამ კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დღგ-ით დაბეგრილი თანხა.

10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად. ამ ნაწილის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 178. შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე

დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით;

ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს;

გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);

ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 179. დღგ-ის თანხის კორექტირება

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 180. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

4. თუ პირი მომსახურების გაწევას ან საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით.

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 181. დღგ-ის თანხის დაბრუნება

1. დასაბეგრ პირს წარმოეშობა დღგ-ის თანხის დაბრუნების უფლება, თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დღგ-ის დასარიცხ თანხას აღემატება.

2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება ამ კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვს, დაიბრუნოს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება:

ა) საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე;

ბ) თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).

7. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 181¹. დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრ პირს უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ნივთისა)/მომსახურების შეძენისას ან საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) პირს საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;

ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;

გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.

2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირი ვალდებულია დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს, აგრეთვე კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

კარი VII აქციზი

თავი XXVII აქციზი

მუხლი 182. აქციზის გადამხდელი

1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:

ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;

ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში;

გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს;

დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;

დ¹ (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);

ე) (ამოღებულია - 22.06.2016, №5445);

ვ) ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას;

ზ) ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას.

2. დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი, თუ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას ამ კოდექსის 190¹ მუხლის შესაბამისად.

5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზებისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (9)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 183. დაბეგვრის ობიექტი

აქციზით დაბეგვრის ობიექტია:

ა) დასაბეგრი ოპერაცია;

ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;

გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 184. დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ოპერაციის დრო

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია:

ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;

ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;

გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;

დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;

დ¹ (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);

ე) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი;

ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.

2. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 185. დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება:

ა) (ამოღებულია – 19.04.2011, №4547);

ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით;

გ) თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ¹“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;

გ¹) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით;

დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით);

ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;

ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;

ვ¹) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;

ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.

თ) ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით.

1¹. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (12)

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2949 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5075 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2882 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1477 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 186. აქციზური საქონლის იმპორტი და იმპორტის დრო

1. აქციზური საქონლის იმპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

2. აქციზური საქონლის იმპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ექცევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 187. აქციზური საქონლის ექსპორტი და ექსპორტის დრო

1. აქციზური საქონლის ექსპორტი არის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა.

2. აქციზური საქონლის ექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ეს საქონელი ექსპორტის პროცედურაში ექცევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 188. აქციზის განაკვეთები აქციზურ საქონელზე (გარდა ალკოჰოლიანი სასმელებისა)

1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

№ | კოდი სეს ესნ- ის შესაბამისად | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი (ლარი)

1 | (ამოღებულია - 23.12.2017, №1935)

2 | (ამოღებულია - 23.12.2017, №1935)

3 | თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი

2401 | თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები | 1 კგ | 30

2402 10 000 01 | – – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით | 1 ღერი | 2.1

2402 10 000 02 | – – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით | 20 ღერი | 2.4

2402 20 | სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით | 20 ღერი | 2.75

ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე | 20 ღერი | 1.3

2403 11 000 00 | − − ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1-ელი შენიშვნის შესაბამისად | 1 კგ | 30

2403 19 | − − დანარჩენი | 1 კგ | 30

2403 91 000 00 | − − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო | 1 კგ | 30

2403 99 100 00 | − − − საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო | 1 კგ | 30

2404 11 000 00 | – – თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით | 20 ცალი/ ღერი | 2.70

2404 12 000 00 | – – დანარჩენი, ნიკოტინის შემცველობით | 1 მლ | 1.2

2404 19 900 00 | – – – დანარჩენი | 1 მლ | 1.2

4 | (ამოღებულია - 01.04.2026, №1477)

4¹ | მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³

8711 (გარდა 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ეტლისა) | ა) 1 წლამდე | 1 სმ³ | 1.5

ბ) 1 წლის | 1 სმ³ | 1.3

გ) 2 წლის | 1 სმ³ | 0.7

დ) 3 წლის | 1 სმ³ | 0.7

ე) 4 წლის | 1 სმ³ | 0.7

ვ) 5 წლის | 1 სმ³ | 0.7

ზ) 6 წლის | 1 სმ³ | 0.8

თ) 7 წლის | 1 სმ³ | 0.8

ი) 8 წლის | 1 სმ³ | 0.8

კ) 9 წლის | 1 სმ³ | 0.8

ლ) 10 წლის | 1 სმ³ | 1.0

მ) 11 წლის | 1 სმ³ | 1.3

ნ) 12 წლის | 1 სმ³ | 1.5

ო) 13 წლის | 1 სმ³ | 1.8

პ) 14 წლის | 1 სმ³ | 2.1

ჟ) 14 წელზე მეტის | 1 სმ³ | 2.4

5 | ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა)

2709 00 100 00 | – აირის კონდენსატი ბუნებრივი | 1 ტ | 300

2711 11 000 00 | – – ბუნებრივი აირი (გათხევადებული) | 1 ტ | 300

2711 12 | – – პროპანი | 1 ტ | 300

2711 13 | – – ბუტანები | 1 ტ | 300

2711 14 000 00 | – – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი | 1 ტ | 300

2711 19 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 300

2711 21 000 00 | – – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) | 1000 მ³ | 200

2901 10 000 00 | – გაჯერებულები | 1 ტ | 300

2901 23 000 00 | – – ბუტენი (ბუტილენი) და მისი იზომერები | 1 ტ | 300

6 | ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები

2710 12 | – – მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები | 1 ტ | 500

2710 19 110 00 | – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 440

2710 19 150 00 | – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 440

2710 19 210 00 | – – – – – – რეაქტიული სათბობი | 1 ტ | 440

2710 19 250 00 | – – – – – – დანარჩენი | 1 ტ | 440

2710 19 290 00 | – – – – – დანარჩენი | 1 ტ | 440

2710 19 310 00 | – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 400

2710 19 350 00 | – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 400

2710 19 430 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით არაუმეტეს 0,001 მას.%-ისა | 1 ტ | 400

2710 19 460 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,001 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 0.002 მას.%-ისა | 1 ტ | 400

2710 19 470 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,002 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 0,1 მას.%-ისა | 1 ტ | 400

2710 19 480 00 | – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,1 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 400

2710 19 710 00 | – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის | 1 ტ | 800

2710 19 750 00 | – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა | 1 ტ | 800

2710 19 810 00 | – – – – – – ძრავის ზეთები, კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი | 1 ტ | 800

2710 19 830 00 | – – – – – – სითხეები ჰიდრავლიკური მიზნებისათვის | 1 ტ | 800

2710 19 850 00 | – – – – – – ღია ფერის ზეთები, ვაზელინის ზეთი | 1 ტ | 800

2710 19 870 00 | – – – – – – ზეთი კბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის | 1 ტ | 800

2710 19 910 00 | – – – – – – ლითონების დასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები | 1 ტ | 800

2710 19 930 00 | – – – – – – ელექტრული საიზოლაციო ზეთები | 1 ტ | 800

2710 19 990 00 | – – – – – – დანარჩენი საპოხი ზეთები და ზეთები დანარჩენი | 1 ტ | 800

2710 20 110 00 | – – – გოგირდის შემცველობით არაუმეტეს 0,001 მას.%-ისა | 1 ტ | 400

2710 20 160 00 | – – – გოგირდის შემცველობით 0,001 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 0.1 მას.%-ისა | 1 ტ | 400

2710 20 190 00 | – – – გოგირდის შემცველობით 0,1 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 400

2710 20 900 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 800

2710 91 000 00 | – – პოლიქლორბიფენილების (PCBs), პოლიქლორტრიფენილების (PCTs) ან პოლიბრომბიფენილების (PBBs) შემცველობით | 1 ტ | 800

2710 99 000 00 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი | 1 ტ | 100

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი | 1 ტ | 800

7 | ბიოდიზელი

3826 00 | ბიოდიზელი და მისი ნარევები, რომლებიც არ შეიცავს ან შეიცავს მასის 70 მას.%-ზე ნაკლები ოდენობით ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებულ ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს | 1 ტ | 150

8 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი

3911 90 | პიროლიზის თხევადი პროდუქტი | 1 ტ | 400

9 | ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები

2707 99 110 00 | – – – – გაუწმენდავი მსუბუქი ზეთები, რომელთა 90 მოც.% ან 90 მოც.%-ზე მეტი გამოიხდება 200° C ტემპერატურამდე | 1 ტ | 350

2707 99 190 00 | – – – – დანარჩენი | 1 ტ | 350

2707 99 200 00 | – – – დაგოგირდებული მსუბუქი ზეთები; ანთრაცენი | 1 ტ | 350

2707 99 500 00 | – – – ძირითადი პროდუქტები | 1 ტ | 350

2707 99 990 00 | – – – – დანარჩენი | 1 ტ | 350

10 | მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი

2707 10 000 00 | – ბენზოლი | 1 ტ | 400

2707 20 000 00 | – ტოლუოლი | 1 ტ | 400

2707 30 000 00 | – ქსილოლი | 1 ტ | 400

2707 50 000 00 | – არომატული ნახშირწყალბადების ნარევები დანარჩენი, რომელთა 65 მოც.% ან 65 მოც.%-ზე მეტი (დანაკარგების ჩათვლით) გამოიხდება 250°C ტემპერატურამდე ISO 3405 მეთოდით (ASTM D 86 მეთოდის ეკვივალენტური) | 1 ტ | 400

2707 99 800 00 | – – – ფენოლები | 1 ტ | 400

2712 20 100 00 | – – სინთეზური პარაფინი მოლეკულური მასით 460 ან 460-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1560-ისა | 1 ტ | 400

2712 20 900 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400

2902 11 001 00 | – – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400

2902 11 009 00 | – – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400

2902 19 001 00 | – – – ციკლოტერპენები | 1 ტ | 400

2902 19 009 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400

2902 20 000 00 | – ბენზოლი | 1 ტ | 400

2902 30 001 00 | – – სათბობად გამოსაყენებელი | 1 ტ | 400

2902 30 009 00 | – – სხვა მიზნებისათვის | 1 ტ | 400

2905 11 000 00 | – – მეთანოლი (მეთილის სპირტი) | 1 ტ | 400

2905 12 000 00 | – – პროპან-1-ოლი (პროპილის სპირტი) და პროპან-2-ოლი (იზოპროპილის სპირტი) | 1 ტ | 400

2905 13 000 00 | – – ბუტან-1-ოლი (ნ-ბუთილის სპირტი) | 1 ტ | 400

2905 14 100 00 | – – – 2-მეთილპროპან-2-ოლი (ტრეტბუტილის სპირტი) | 1 ტ | 400

2905 14 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400

2905 16 200 00 | – – – ოქტან-2-ოლი | 1 ტ | 400

2905 16 850 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400

3811 11 100 00 | – – – ტეტრაეთილტყვიის ფუძეზე | 1 ტ | 400

3811 11 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400

3811 19 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400

3811 21 000 00 | – – ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შემცველობით | 1 ტ | 400

3811 29 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 400

3811 90 000 00 | – დანარჩენი | 1 ტ | 400

3814 00 100 00 | – ბუტილაცეტატის ფუძეზე | 1 ტ | 400

3814 00 900 00 | – დანარჩენი | 1 ტ | 400

11 | საპოხი მასალები და საშუალებები

3403 11 000 00 | – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამმუშავებელი საშუალებები | 1 ტ | 800

3403 19 100 00 | – – – ნავთობის ან ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტების არაძირითადი კომპონენტის სახით შემცველობით 70 მას.% ან 70 მას.%-ზე მეტი | 1 ტ | 800

3403 19 200 00 | – – – საპოხი საშუალებები ბიოფუძეზე (1) ნახშირბადის შემცველობით არანაკლებ 25 მას.%-ისა, რომლებიც წარმოადგენს ბიოდეგრადირებადს დონეზე არანაკლებ 60%-ისა | 1 ტ | 800

3403 19 800 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 800

3403 91 000 00 | – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამმუშავებელი საშუალებები | 1 ტ | 800

3403 99 000 00 | – – დანარჩენი | 1 ტ | 800

12 | (ამოღებულია - 15.12.2023, №4022)

13 | ეთერები მარტივი, აციკლური ალდეჰიდები

2909 19 100 00 | – – – ტერტ-ბუტილეთილის მარტივი ეთერი (ethyl-tertio-butyl-ether, ETBE) | 1 ტ | 400

2909 19 900 00 | – – – დანარჩენი | 1 ტ | 400

2912 11 000 00 | – – მეთანალი (ფორმალდეჰიდი) | 1 ტ | 400

შენიშვნა:

1. ამ ცხრილის მე-3 გრაფაში აღნიშნული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ კოდექსის მიზნებისთვის ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოება არ არის.

2. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).

3. (ამოღებულია - 01.04.2026, №1477).

4. (ამოღებულია - 01.04.2026, №1477).

5. (ამოღებულია - 01.04.2026, №1477).

1¹. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი;

ა¹) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი;

ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი;

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი.

შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში.

1². საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ სიგარეტებზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 და 2404 11 000 00 კოდებში მითითებულ საქონელზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. (ამოღებულია – 19.04.2011, №4547).

3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთია:

ა) (ამოღებულია - 22.06.2016, №5445);

ბ) საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 15 თეთრი;

გ) საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 8 თეთრი.

4.(ამოღებულია - 22.06.2016, №5445).

5. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).

6. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).

7. (ამოღებულია - 23.12.2017, №1935).

8. (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);

9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სპორტული დანიშნულების მსუბუქი ავტომობილისათვის აქციზის განაკვეთია 100 ლარი.

10. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული კლასიკური ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.0 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე.

11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 4.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე.

14. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის ამ მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 60 პროცენტით მცირდება.

15. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.

16. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.

17. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს.

18. ამ მუხლის მიზნებისთვის მსუბუქი ავტომობილის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (28)

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2874 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2949 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4615 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4941 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4616 – ვებგვერდი, 30.05.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5075 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2882 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4203 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №134 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1114 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1477 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 188¹. აქციზის განაკვეთები ალკოჰოლიან სასმელებზე

1. ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

საქონლის დასახელება/აღწერილობა | ზომის ერთეული | განაკვეთი

1 | ლუდი | 1 ლიტრი/1%Vol | 0.12

2 | სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით | 1 ლიტრი | 5

3 | სხვა დადუღებული სასმელი 5% ან 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით | 1 ლიტრი | 0.6

4 | შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი | 1 ლიტრი | 5

5 | სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა) | 1 ლიტრი სუფთა სპირტი | 22.5

6 | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2207 კოდით გათვალისწინებული საქონელი | 1 ლიტრი სუფთა სპირტი | 7.5

7 | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი | 1 ლიტრი სუფთა სპირტი | 15

შენიშვნა: ამ ცხრილში მითითებული:

ა) „ლუდი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2203 კოდში მითითებულ საქონელს, აგრეთვე 2206 00 590 01 და 2206 00 890 01 კოდებით გათვალისწინებულ საქონელს (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2206 კოდში აღნიშნული ერთი ან ერთზე მეტი უალკოჰოლო სასმელისა და ლუდის ნაზავს), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 0.5%-ს აღემატება;

ბ) „სხვა დადუღებული სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა და ღვინისა):

ბ.ა) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 10%-ს;

ბ.ბ) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 10%-ს და არ აღემატება 15%-ს, იმ პირობით, რომ პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზითაა მიღებული;

გ) „შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა, ღვინისა და სხვა დადუღებული სასმელებისა), რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 22%-ს;

დ) „სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით“ მოიცავს:

დ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 კოდში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს აღემატება;

დ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს აღემატება.

2. ღვინო მოიცავს ყურძნის გამოყენებით წარმოებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2204 და 2205 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 18%-ს, იმ პირობით, რომ საბოლოო პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზით და დანამატების გარეშეა მიღებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის პირველი გრაფით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის, საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის და აღნიშნულ საქონელში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლს.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-2–მე-4 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნული საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-5–მე-7 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნულ საქონელში სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

მუხლი 189. აქციზის ჩათვლა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებული სხვა აქციზური საქონლის (ნედლეულის) მიმართ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.

3¹. ამ კოდექსის 190¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის ჩათვლის მიღების საფუძველია ამავე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებზე დარიცხული და აქციზის დეკლარაციაში ასახული აქციზის თანხა.

4. თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა ხორციელდება წარმოებული აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.

5. დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

6. (ამოღებულია - 22.06.2016, №5445).

7. (ამოღებულია - 22.06.2016, №5445).

8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში მითითებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

მუხლი 190. აქციზის გადახდის წესი

1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

2. აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4. (ამოღებულია – 20.12.2011, №5557).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

მუხლი 190¹. ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად.

1¹. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის პრივატიზება იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის:

ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:

ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;

ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;

ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება;

ბ) 1¹ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:

ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე;

ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 1¹ ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის:

ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 190². სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის აქციზით დაბეგვრა

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტი, აგრეთვე აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.

მუხლი 191. დეკლარაციის წარდგენა

1. აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:

ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;

გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

1¹. აქციზის გადამხდელი ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. აქციზის დეკლარაციის წარდგენის წესს და დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5445 - ვებგვერდი, 29.06.2016წ .

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

მუხლი 192. აქციზური მარკები

1. ამ მუხლის 1¹ და 1² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 190¹მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი;

ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები);

გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.

1¹. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმლის პრივატიზების შემთხვევაში აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი ამ საქონლის შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების დასრულებისთანავე.

1². საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა, თავისუფლდება:

ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი;

გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო−თბილისი−ჯეიჰანის და ბაქო−თბილისი−ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;

ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონელი;

ვ) 0,05 ლიტრის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ან 10 ლიტრზე მეტი (გარდა ლუდისა) მოცულობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი;

ზ) იმპორტირებული 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი – საფოსტო გზავნილის შემთხვევაში;

ზ¹) მგზავრის მიერ იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელი – ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ²“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;

ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება.

3. აკრძალულია:

ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 190¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემა;

ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული აქციზური ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა) საცალო ქსელში მიწოდება.

3¹. აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შერჩეული პირი.

4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელები იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5. საგადასახადო/საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი პრივატიზება ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.

7. პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები დაბრუნებას ექვემდებარება. 6-თვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის მიიჩნევა აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად.

შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამ მუხლის 1² ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

8. დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტიორი აქციზურ მარკებს საქონელზე დასატანად გადასცემს აქციზური საქონლის უცხოურ მწარმოებელს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (15)

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

მუხლი 192¹. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

2. მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შერჩეული პირი.

3. სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5557 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 193. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

აქციზური საქონლის რეალიზაციისას აქციზის გადამხდელი ვალდებულია საქონლის მიმღებს, მოთხოვნის შემთხვევაში, გამოუწეროს და გადასცეს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები

1. აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.

3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.

4. აქციზისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები;

ბ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის;

ბ¹) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი;

ბ²) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, აგრეთვე 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;

გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული;

დ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი;

ე) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;

ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება;

ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 გრაფით გათვალისწინებული საქონლისა და იმავე ცხრილის მე-13 გრაფით გათვალისწინებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2912 11 000 00 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოიყენება.

შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;

თ) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ი) საქართველოს საბაჟო კოდექსის:

ი.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;

ი.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული აქციზური საქონლის გადამუშავებით მიღებული აქციზური საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;

კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი;

ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;

ლ¹) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ სატრანსპორტო საშუალების იმპორტის განმახორციელებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილებას საჭიროებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი შესაბამისმა პირმა შეიძლება გამოიყენოს 3 წელიწადში ერთხელ;

მ) ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული ალკოჰოლიანი სასმელი (სითხე);

ნ) ალკოჰოლიანი სასმელი, გამოყენებული სასმელის დასამზადებლად, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს არ აღემატება;

ო) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი.

შენიშვნა:

1. თუ ალკოჰოლიანი სასმლის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ“, „ბ¹“ ან „ბ²“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული აქციზისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. ამ ნაწილის „ბ“−„ბ²“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3. ამ ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტირებისას/წარმოებისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტიორისაგან/მწარმოებლისაგან შემძენი პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა.

4. ამ ნაწილის „ბ“ და „ბ²“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.

6. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:

ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული));

ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;

ბ) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის;

გ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა;

დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად;

ე) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება და დამკვეთისათვის გადაცემა, თუ დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად იყენებს.

შენიშვნა: ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის შემძენი/დამკვეთი ამ საქონელს იმავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საწარმოებლად არ იყენებს, შეძენილ/გადმოცემულ საქონელთან მიმართებით აქციზის გადამხდელად განიხილება საქონლის შემძენი/დამკვეთი. ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ განიხილება შემძენის/დამკვეთის მიერ საქონლის სხვა საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტი.

7. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (20)

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4470- ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4720 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4616 – ვებგვერდი, 30.05.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1649 – ვებგვერდი, 10.06.2026წ.

კარი VIII იმპორტის გადასახადი

თავი XXVIII იმპორტის გადასახადი

მუხლი 195. გადასახადის გადამხდელი

იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 196. დაბეგვრის ობიექტი

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 197. იმპორტის გადასახადის განაკვეთები

1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

№ | კოდი | საქონლის დასახელება

1 | 0105 | შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები

2 | 0201 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული

3 | 0202 | ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული

4 | 0204 | ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

5 | 0205 00 | ხორცი ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

6 | 0206 | საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ღორებისა, ცხვრებისა, თხებისა, ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

7 | 0207 | ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

8 | 0208 | სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული

9 | 0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

10 | 0401 10 100 00 | – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

11 | 0401 20 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

12 | 0401 20 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

13 | 0401 40 100 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

14 | 0401 50 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

15 | 0401 50 310 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

16 | 0401 50 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არაუმეტეს 2 ლ-ისა

17 | 0402 10 110 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

18 | 0402 10 910 00 | – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

19 | 0402 21 110 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

20 | 0402 21 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

21 | 0402 29 150 00 | – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

22 | 0402 29 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

23 | 0402 91 100 01 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

24 | 0402 91 300 01 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

25 | 0402 91 510 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

26 | 0402 91 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

27 | 0402 99 100 01 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

28 | 0402 99 310 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

29 | 0402 99 910 00 | – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 2,5 კგ-ისა

30 | 0403 | იოგურტი, დო, აჭრილი რძე და ნაღები, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე

31 | 0407 | ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

32 | 0408 | ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

33 | 0409 00 000 00 | ნატურალური თაფლი

34 | 0410 | მწერები და ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

35 | 0701 | კარტოფილი, ახალი ან გაცივებული

36 | 0702 00 000 00 | პომიდორი, ახალი ან გაცივებული

37 | 0703 | ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

38 | 0704 | თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

39 | 0706 | სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული

40 | 0707 00 | კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული

41 | 0708 | პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული

42 | 0709 | ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული

43 | 0710 | ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული

44 | 0711 | დაკონსერვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის, მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

45 | 0712 20 000 00 | – თავიანი ხახვი

46 | 0712 31 000 00 | – – Agaricus გვარის სოკოები

47 | 0712 32 000 00 | – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)

48 | 0712 33 000 00 | – – საფუარი სოკოები (Tremella spp.)

49 | 0712 34 000 00 | – – შიიტაკი (ლენტინულა საკვები) Shiitake (Lentinus edodes)

50 | 0712 39 000 00 | – – დანარჩენი

51 | 0713 | პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

52 | 0714 | მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული

53 | 0802 | კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

54 | 0803 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

55 | 0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი

56 | 0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი

57 | 0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

58 | 0808 | ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

59 | 0809 | გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი

60 | 0810 | ხილი დანარჩენი, ახალი

61 | 0811 | ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

62 | 0812 | ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის, მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

63 | 0813 | ხილი ხმელი, 0801–0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები

64 | 0902 | ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე

65 | 1101 00 | ხორბლის ან მესლინის ფქვილი

66 | 1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან მესლინისა

67 | 1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

68 | 1105 | კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები

69 | 1106 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან

70 | 1108 | სახამებელი; ინულინი

71 | 1109 00 000 00 | ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი

72 | 1512 19 900 00 | – – – დანარჩენი

73 | 1601 00 | ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების, სისხლის ან მწერებისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

74 | 1602 10 00 | – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები

75 | 1602 20 | – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან

76 | 1602 31 | – – ინდაურის

77 | 1602 32 | – – შინაური ქათმის (Gallus domesticus)

78 | 1602 39 | – – დანარჩენი

79 | 1602 41 | – – ბარკლები და მათი გადანაჭრები

80 | 1602 42 | – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები

81 | 1602 49 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

82 | 1602 50 | – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან

83 | 1701 12 | – – ჭარხლის შაქარი

84 | 1701 91 000 00 | – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით

85 | 1701 99 | – – დანარჩენი

86 | 1702 | დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზისა და ფრუქტოზის ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი

87 | 1703 | მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული

88 | 1704 | შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს

89 | 19 | მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი

90 | 2001 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული

91 | 2002 | პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

92 | 2003 | სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

93 | 2004 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

94 | 2005 | სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

95 | 2006 00 | ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)

96 | 2007 | ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

97 | 2008 19 | – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

98 | 2008 20 | – ანანასი

99 | 2008 30 | – ციტრუსები

100 | 2008 40 | – მსხალი

101 | 2008 50 | – გარგარი

102 | 2008 60 | – ალუბალი და ბალი

103 | 2008 70 | – ატამი, ნექტარინების ჩათვლით

104 | 2008 80 | – მარწყვი და ხენდრო

105 | 2008 91 000 00 | – – პალმის გული

106 | 2008 93 | – – შტოში (Vaccinium macrocarpon, Vaccinium oxycoccos); წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea)

107 | 2008 97 | – – ნარევები

108 | 2008 99 | – – დანარჩენი

109 | 2009 | ხილის ან კაკლის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

110 | 2101 | ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები

111 | 2103 | პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი

112 | 2106 90 | – დანარჩენი

113 | 2201 10 190 09 | – – – – დანარჩენი

114 | 2201 10 900 00 | – – დანარჩენი

115 | 2201 90 000 09 | – – – დანარჩენი

116 | 2201 90 000 99 | – – დანარჩენი

117 | 2202 | წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილის, კაკლის ან ბოსტნეულის წვენების გარდა

118 | 2203 00 | ალაოს ლუდი

119 | 2302 10 | – სიმინდის

120 | 2302 30 | – ხორბლის

121 | 2302 40 | – დანარჩენი მარცვლოვანების

122 | 24 | თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები; პროდუქტები, ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი მოსაწევად, წვის პროცესის გარეშე; სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტები, განკუთვნილი ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად (გარდა თამბაქოს მოწევისათვის თავის დასანებებლად განკუთვნილი, ნიკოტინის შემცველი პროდუქტებისა)

123 | 25 | მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი

124 | 3402 | ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)

125 | 3918 | პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული

126 | 3922 | აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან

127 | 3923 | პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი

128 | 3924 | სასადილო, სამზარეულო ჭურჭელი, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენური ან ტუალეტის საგნები პლასტმასისაგან

129 | 3925 20 000 00 | – კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები

130 | 3925 30 000 00 | – დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები

131 | 3925 90 | – დანარჩენი

132 | 3926 90 | – დანარჩენი

133 | 4407 | ხეტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

134 | 4408 | მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არაუმეტეს 6 მმ-ისა

135 | 4409 | დახერხილი ხეტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე

136 | 4413 00 000 00 | მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით

137 | 4418 | ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით

138 | 4420 | ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორაციული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94-ე ჯგუფში მიუთითებელი

139 | 4421 | სხვა ნაწარმი, დანარჩენი

140 | 6801 00 000 00 | ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)

141 | 6802 | ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი

142 | 6804 | დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე

143 | 6805 | ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე

144 | 6806 | წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა

145 | 6807 | ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)

146 | 6808 00 000 00 | პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარჩენებისაგან

147 | 6809 | ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან

148 | 6810 | ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი

149 | 6811 | ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან

150 | 6812 91 000 00 | – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები

151 | 6812 99 900 00 | – – – დანარჩენი

152 | 6815 | ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

153 | 6902 10 000 00 | – Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2O3-ზე გადაანგარიშებით

154 | 6902 20 100 00 | – – კაჟმიწის (SiO2) შემცველობით 93 მას.% ან მეტი

155 | 6902 20 910 00 | – – – თიხამიწის (Al2O3) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები

156 | 6902 20 990 00 | – – – დანარჩენი

157 | 6902 90 000 00 | – დანარჩენი

158 | 7113 | საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან

159 | 7115 90 001 00 | – – ძვირფასი ლითონებისაგან

160 | 7116 | ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)

161 | 7117 | ბიჟუტერია

162 | 7308 10 000 00 | – ხიდები და ხიდების სექციები

163 | 7308 40 000 00 | – დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის

164 | 7308 90 | – დანარჩენი

165 | 7309 00 100 00 | – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)

166 | 7309 00 300 00 | – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით

167 | 7309 00 590 00 | – – – არაუმეტეს 100 000 ლიტრისა

168 | 7309 00 900 00 | – მყარი ნივთიერებებისათვის

169 | 7310 | ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არაუმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე

170 | 7311 00 | ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან

171 | 7314 | ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან

172 | 7315 | ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

173 | 7318 | ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

174 | 7320 | ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან

175 | 7321 | ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

176 | 7323 | ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმანები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

შენიშვნა: ამ ცხრილის 151-ე სტრიქონით დადგენილი, 6812 99 900 00 სასაქონლო კოდით გათვალისწინებული საქონლიდან 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება მხოლოდ:

ა) ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი;

ბ) შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსგან, ფურცლებად ან რულონებად.

2. იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

№ | კოდი | საქონლის დასახელება

1 | 0203 | ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

2 | 0406 | ყველი და ხაჭო

3 | 1806 31 000 00 | – – გულსართით

4 | 1806 32 | – – გულსართის გარეშე

5 | 1806 90 | – დანარჩენი

6 | 3305 | თმის საშუალებები

7 | 3307 | საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე

8 | 3401 | საპონი; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების, ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით

9 | 3405 | ვაქსები და საცხები ფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების, მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები (მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასები ან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლო პოზიციის ცვილების გარდა

10 | 3916 | პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

11 | 3917 10 | – ხელოვნური გარსაცმები (ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან

12 | 3917 21 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

13 | 3917 21 900 09 | – – – – დანარჩენი

14 | 3917 22 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

15 | 3917 22 900 09 | – – – – დანარჩენი

16 | 3917 23 100 00 | – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

17 | 3917 23 900 09 | – – – – დანარჩენი

18 | 3917 29 000 09 | – – – დანარჩენი

19 | 3917 31 000 09 | – – – დანარჩენი

20 | 3917 32 000 00 | – – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ

21 | 3917 33 000 09 | – – – დანარჩენი

22 | 3917 39 000 09 | – – – დანარჩენი

23 | 3917 40 000 09 | – – დანარჩენი

24 | 3919 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად

25 | 3920 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი

26 | 3921 | პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი

27 | 3925 10 000 00 | – რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლიტრზე მეტი

28 | 3926 10 000 00 | – საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები

29 | 3926 20 000 00 | – ტანსაცმელი და მისი საკუთნოები (ხელთათმანების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით)

30 | 3926 30 000 00 | – სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი

31 | 3926 40 000 00 | – ქანდაკებები და სხვა ორნამენტული ნაკეთობები

32 | 7308 20 000 00 | – კოშკები და ცხაური ანძები

33 | 7308 30 000 00 | – კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის

34 | 8544 11 | – – სპილენძის

35 | 8544 19 000 00 | – – დანარჩენი

36 | 8544 20 000 00 | – კოაქსიალური კაბელები და სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები

37 | 8544 30 000 09 | – – დანარჩენი

3. ამ ნაწილში აღნიშნული საქონელი იბეგრება იმპორტის გადასახადის შემდეგი განაკვეთებით (euro/%vol/HL ნიშნავს, რომ ერთ ჰექტოლიტრზე (100 ლიტრზე) გადასახდელი იმპორტის გადასახადის თანხა შეადგენს იმპორტის გადასახადის განაკვეთის ნამრავლს მოცემულ საქონელში ალკოჰოლის პროცენტული შემცველობის მაჩვენებელზე):

№ | კოდი | საქონლის დასახელება | იმპორტის გადასახადის განაკვეთი

1 | 2204 10 | – ღვინოები ცქრიალა | 1,5 euro/lit

2 | 2204 21 | – – 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში | 0,5 euro/lit

3 | 2204 22 | – – 2 ლ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 ლ-ისა, ტევადობის ჭურჭელში | 0,2 euro/lit

4 | 2204 29 | – – დანარჩენი | 0,2 euro/lit

5 | 2204 30 | – ყურძნის ტკბილი, დანარჩენი | 0,2 euro/lit

6 | 2205 10 | – 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში | 0,5 euro/lit

7 | 2205 90 | – დანარჩენი | 0,2 euro/lit

8 | 2206 00 | სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩამოუთვლელი | 0,5 euro/lit

9 | 2207 | ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან 80 მოც.%-ზე მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით | 3 euro/lit

10 | 2208 20 | – სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციის (გამოხდის) შედეგად | 1.5 euro/%vol/HL

11 | 2208 30 | – ვისკი | 1.5 euro/%vol/HL

12 | 2208 40 | – რომი და ტაფია | 1.5 euro/%vol/HL

13 | 2208 50 | – ჯინი და ღვიის ნაყენი | 1.5 euro/%vol/HL

14 | 2208 60 | – არაყი | 1.5 euro/%vol/HL

15 | 2208 70 | – ლიქიორები | 1.5 euro/%vol/HL

16 | 2208 90 | – დანარჩენი | 1.5 euro/%vol/HL

17 | 2209 00 | ძმარი და მისი შემცვლელები, მიღებული ძმარმჟავასაგან | 0,4 euro/lit

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.

6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტში მოქცევისას იმპორტის გადასახადის განაკვეთია 0,05 ლარი ავტომობილის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე დამატებული იმპორტის გადასახადის თანხის 5 პროცენტი ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1898 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 198. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

1. იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული მსუბუქი ავტომობილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული წესით;

გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად;

დ) ფიზიკური პირის მიერ:

დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებისა და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

დ.ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის;

დ.გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის;

დ.გ¹) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი;

დ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;

დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი;

დ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისთვის; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი; ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული, თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ვ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი;

ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი;

თ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში;

ი) 2028 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;

კ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ღ“ და „ძ“–„ჯ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი და იმავე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დროებით შემოტანა;

კ¹) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობის) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა;

კ²) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა;

ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებით შემოტანისა) საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება;

მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები;

ნ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;

ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმლის იმპორტი;

პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704 90 510 00, 2207 10 000 00, 2501 00 310 00, 2501 00 510 00, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526 20 000 00), 6805 20 000 00 და 6805 30 000 09 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;

ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;

რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად);

ს) საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული საქონელი იმავე კოდექსით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

1. თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი ან საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმლის ან/და თამბაქოს ნაწარმის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „დ.გ“, „დ.ვ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. ამ მუხლის „დ.გ“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზურ საქონელზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან წარმოეშობა.

3. ამ მუხლის „დ.გ“ და „დ.გ¹“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.

საქართველოს 201 2 წლის 10 აპრილის კანონი №6015 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (23)

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4470- ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4720 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1046 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1447 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2952 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 10 დეკემბრის კანონი №5444 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.