ISW: ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ში ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ISW-ის წერს, რომ უკრაინის მიმართულებით გუშინ განხორციელებული დარტყმების სერია, როგორც ჩანს, არის რუსული ექსპერიმენტების კულმინაცია თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით.
“29 დეკემბერს დილით, ს ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს , ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.