უკრაინის შურისძიება რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ – უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები ინტენსიურად იბომბება

უკრაინაზე რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, კიევის შურისძიებამ არ დააყოვნა. ახალ წლამდე ორი დღით ადრე, ინტენსიურად იბომბება უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები.
უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა და რაკეტებმა ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ ბრიანსკს მიაყენეს, სადაც რუსული მედიის მტკიცებით, აფეთქებამ ორი ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
გაცილებით დიდია მსხვერპლის რაოდენობა ბელგოროდში, სადაც, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14, ხოლო დაჭრილების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ეს 2-წლიან ომში უკრაინის მხრიდან რუსეთზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევაა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსული ქალაქები, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, კვამლში იყო გახვეული.
ახალი წლის აღნიშვნას არ აპირებს და პირველ იანვარს ქვეყნის ოთხ ქალაქში გლოვის დღედ აცხადებს. გუშინდელ რუსულ სარაკეტო ტერორს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაიჭრა. მაშველები ოდესაში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში, ამ დრომდე, ეძებენ ნანგრევებში მოქალაქეებს.
ეს ომის დაწყების დღიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა იყო, რა დროსაც უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 160 ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვეს.
შველას ითხოვს. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სასწრაფო წესით გამოუყო 200 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა, ბაიდენი კი რესპუბლიკელებისგან ისევ ითხოვს კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება