ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ISFED: პროკურატურა 2024-ის არჩევნებზე PVT-ის დასკვნების დოკუმენტაციის გაგზავნას გვთხოვს

ISFED: პროკურატურა 2024-ის არჩევნებზე PVT-ის დასკვნების დოკუმენტაციის გაგზავნას გვთხოვს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომელშიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნებით დოკუმენტაციის გაგზავნას ითხოვენ.
ISFED-ის ცნობით, შესაბამის დოკუმენტაციას გააგზავნიან.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა” მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას"- ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.