ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სამართლიანი არჩევნები“ - პროკურატურა ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას - ორგანიზაცია დოკუმენტაციას გააგზავნის

„სამართლიანი არჩევნები“ - პროკურატურა ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას - ორგანიზაცია დოკუმენტაციას გააგზავნის

„სამართლიანმა არჩევნებმა” საქართველოს გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღო, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, პროკურატურა დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორგანიზაცია კი შესაბამის დოკუმენტაციას გააგზავნის.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა” მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.