IRI: 73% მხარს არ უჭერს რუსების უვიზოდ შემოსვლას, საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციას
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ქართული საზოგადოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას, საკუთრების შეძენას და ბიზნესის რეგისტრაციას.
ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტში 79% იყო, ხოლო 2022 წლის სექტემბერში - 78%.
შეკითხვაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, შედეგები შემდეგნაირია:
· მივესალმებით მათ ჩამოსვლას - 6%
· მათ ვეგუებით, რადგან ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არიან - 23%
· გვირჩევნია, წავიდნენ - 23%
· რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - 42%
გამოკითხვა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1200-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.