IRI - გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და ქონების შეძენის უფლებას.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტში გამოკითხულთა ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 სექტემბერში - 78%-ს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოში გადმოსულ რუსებზე აზრის გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
6% - “მათ ძალიან მივესალმებით საქართველოში;”
23% - “ჩვენ მათ ვეგუებით, ვინაიდან არსებითი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ეკონომიკისთვის;”
23% - “გვირჩევნია, რომ წავიდნენ”;
42% - “რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დაშვებულ არ უნდა იქნან მანამ, სანამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ.”
1%-მა სხვა პასუხი დაასახელა, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.