IRI: მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:
· არასწორი - 54%;
· სწორი - 39%;
· არ ვიცი/უარი პასუხზე - 7%.
ამასთან, გამოკითხულ მოსახლეობას შეეძლო პირველ და მეორე ვარიანტად აერჩია, რას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დღეს ქვეყანაში. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· ჯამში 55% - ეკონომიკა/უმუშევრობა;
· ჯამში 39% - ეკონომიკა/ცხოვრების სიჩვირე, მაღალი ფასები;
· ჯამში 16% - ეკონომიკა/ სხვა;
· ჯამში 13% - სიღარიბე;
· ჯამში 8% - განათლება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.