ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI: მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
IRI-ის კვლევით, კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% ამბობს, რომ – ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7%-მა არ იცის, ან უარი განაცხადა პასუხზე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ – ჯამში, გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.