IRI: არჩევნები რომ ამ შაბათს ტარდებოდეს – "ოცნება" – 25%, ენმ –13%, "საქართველოსთვის" – 4%
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25%-მა თქვა, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 13%-მა აირჩია ენმ, ხოლო 4%-ის პირველი არჩევანი პარტია საქართველოსთვის იყო. რესპონდენტებს უნდა დაესახელებინათ პარტიებს შორის მათი პირველი და მეორე არჩევანი.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3%-ი ხმას მისცემდა პარტიას სტრატეგია - დავით აღმაშენებელი, 3% გირჩს, 2% გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ალიანსს, 2% ლელოს, 2% ლეიბორისტულ პარტიას, 2% პარტია მოქალაქეებს, 2% ხალხისთვის, 1% - ხალხის ძალა, 1% - პატრიოტთა ალიანსი, 1% - ალტ-ინფო, 1% - ევროპული საქართველო.
რესპონდენტების 18%-მა თქვა, რომ არ იცის, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას ამ კვირაში რომ არჩევნები ტარდებოდეს. 6%-მა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, ხოლო 5%-მა უარი თქვა პასუხზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.