ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI-ის კვლევა: შაბათს არჩევნები რომ იყოს - ქართული ოცნება 25%, ენმ 13%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13%-სთვის ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი არჩევანი. დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გადანაწილდა:
· გიორგი გახარია - საქართველოსთვის: 4%;
· სტრატეგია აღმაშენებელი - 3%;
· ხალხის ძალა - 1%;
· ლელო - 2%;
· გირჩი - 3%;
· გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა - 2%.
ამასთან, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიღებდა, 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 5% უარს ამბობს.
კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, 40% ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას, 29% ქართულ ოცნებას ასახელებს, 18% გირჩი - მეტი თავისუფლება და დროას ერთობას, 16% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა გირჩს, ხოლო 13% - ევროპულ საქართველოს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.