არქივი1 თებერვალი 2025, 00:11
iPhone-ის წლიური გაყიდვები $69,1 მილიარდამდე დაეცა - BBC

iPhone-ის გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტით - $69,7 მილიარდიდან $69,1 მილიარდამდე დაეცა, - წერს BBC-ი.
წინა წელს Apple-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების დამატება დაიწყო. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გაყიდვებს, რომლებიც შემცირებულია.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ს მოუწევს პროდუქტების განახლება, რათა თავისი უპირატესობა შეინარჩუნოს ტექნოლოგიურ ბაზარზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ვითარდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.