არქივი2 თებერვალი 2025, 22:39
iPhone-ის გაყიდვები ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა ხელოვნური ინტელექტი დანერგა

iPhone-ის გაყიდვები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტით - $69,7 მილიარდიდან $69,1 მილიარდამდე დაეცა.
როგორც BBC წერს, წინა წელს Apple-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების დამატება დაიწყო. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს გაყიდვებს, რომლებიც შემცირებულია.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple-ს მოუწევს პროდუქტების განახლება, რათა თავისი უპირატესობა შეინარჩუნოს ტექნოლოგიურ ბაზარზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ვითარდება.
წყარო: იმედიდიუსი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.