ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IDF-ის ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიშია ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას ამ მასშტაბურ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ცნობილია, იერიშის მთავარი სამიზნე ქალაქი ტიბერიასი იყო.
11 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას წევრების, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰერმელის ოლქი ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს და ეს ამ დრომდე ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას 12 ივნისის თავდასხმა სწორედ ისრაელის იერიშის საპასუხო შეტევაა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.