ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან გალილეისა და გოლანის მაღლობის მიმართულებით 40-მდე რაკეტა და 5 „საეჭვო საჰაერო ობიექტი“ გაუშვეს, რომელთაგან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 3 გაანადგურა.
ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.