არქივი12 მარტი, 2025, 14:38
Henkel–მა 1 მილიარდი ევროს აქციების გამოსყიდვა დააანონსა

გერმანულმა Henkel AG-მ მეოთხე კვარტალში შემოსავალი გაზარდა 2,6%-ით, მთელი 2024 წლისთვის - 1%-ზე ნაკლებით. ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად კომპანიამ გამოაცხადა 1 მილიარდი ევროს აქციების გამოსყიდვის პროგრამა და ასევე გამოაცხადა დივიდენდების 10%-იანი ზრდა.
Henkel-ის შემოსავალმა ბოლო კვარტალში 5,28 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 5,15 მილიარდთან შედარებით. ორგანულმა ზრდამ (კურსების ცვლილების და აქტივების ყიდვა/გაყიდვის გარეშე) 1,1% შეადგინა.
interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.