ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი - გერმანიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, უკრაინის დახმარება 3 მილიარდით გაზარდოს - შედეგად, წელს უკრაინა გერმანიისგან 7 მილიარდ ევროს მიიღებს

ანალენა ბერბოკი - გერმანიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, უკრაინის დახმარება 3 მილიარდით გაზარდოს - შედეგად, წელს უკრაინა გერმანიისგან 7 მილიარდ ევროს მიიღებს

გერმანიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინას დახმარება 3 მილიარდი ევროთი გაზარდოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, გასული წლის მსგავსად“, - აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, 18 მარტს, გერმანიის კონსტიტუციაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ვალის მოცულობა თავდაცვის დასაფინანსებლად და უკრაინას მეტი მხარდაჭერა გაუწიოს.
„ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ გერმანია სერიოზულად ეკიდება საკუთარ უსაფრთხოებას, უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენი წვლილი ევროპულ მშვიდობაში, რომელსაც ხვალ გერმანიის ბუნდესტაგში ისტორიული გადაწყვეტილებით გამოვაქვეყნებთ, არის ის, რაც აქამდე არასოდეს გაკეთებულა ამ მასშტაბით“, - აღნიშნა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფის შესაძლებლობა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე განიხილებოდა, თუმცა, შემდეგ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.