არქივი12 მაისი, 2024, 19:08
GRUNI-ის სტუდენტთა ნაწილი: უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე
გაფიცვას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც უერთდება.
"ჩვენ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისის წარმომადგენლობა) სტუდენტთა ნაწილი, უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად, ვაცხადებთ გაფიცვას და ვუერთდებით სხვა სტუდენტებსა და იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის! უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე!", - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.