GITA-სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯის (MCBS) Innovation X-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საერთო ინიციატივების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტარტაპების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციური პროექტების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.
„მემორანდუმის ფარგლებში, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე შეუერთდება Innovation X-ის მრჩეველთა საბჭოს და ჩაერთვება სტრატეგიის შემუშავების, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ნაწილში. გაუზიარებს GITA-ს გამოცდილებას და დაეხმარება მდგრადი პროგრამების შექმნაში.
ასევე, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს MCBS-სთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო