ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

GITA-სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით.
„თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება ერთობლივი თემატური სემინარები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და ტრენინგები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა ინოვაციების შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.