არქივი19 მარტი, 2024, 13:37
ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მათი ცნობით, სტუდენტები გაეცნენ ანტიკორუფციული ბიუროს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.