ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Girchi TV-ის ფოტოგრაფის თქმით, ნიღბიანმა პირმა მასზე თავდასხმა სცადა

Girchi TV-ის ფოტოგრაფის თქმით, ნიღბიანმა პირმა მასზე თავდასხმა სცადა

Girchi TV-ის ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში ნიღბიანმა პირი დახვდა და მისი ცემა სცადა.
„ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი.
— უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? (აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო).
— დიახ, ვპასუხობ.
ჰოდა, ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. კარგად ვარ“, — წერს მოსიაშვილი Facebook-ზე.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და აქციის მონაწილეებს ქუჩაში ან სახლთან ხვდებოდნენ უცნობი პირები და თავს ესხმოდნენ. ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. გუშინ, 23 დეკემბერს ფოთში თავს დაესხნენ აქტივისტ და ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას. ჯანაშია მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.