პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გორის ოფისზე თავდასხმა მოხდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გორის ოფისზე თავდასხმა მოხდა

გორში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრები.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანი ბალიაშვილმა განუცხადა, პოლიციამ ოფისის ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო.
„გასულ ღამეს, 22:33 საათზე“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში ნიღბიანმა პირმა გაურკვეველი ასაფეთქებელი საშუალება შემოაგდო. დაზიანდა ფანჯარა. ოფისის ვიდეო-კამერაში ჩანს ეს პირი. ასევე თვითონ, რასაც აკეთებდა ტელეფონით იღებდა. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა და ჩანაწერები ამოიღეს“, -განაცხადა ანი ბალიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.