ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Georgian Airways-ი იანვარ-აპრილში 221%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა – სტატისტიკა

Georgian Airways-ი 2024 წლის იანვარ-აპრილში 149 624 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 221 %-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 46 548 მგზავრი გადაიყვანა.
გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც – 2024 წლის იანვარ-აპრილში Georgian Airways-ი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის იანვარ-აპრილში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა:თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.