ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი იყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი იყიდა. გაზის ექსპორტის შესახებ მონაცემები აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობამ 4,2 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ამ პერიოდში თურქეთში ექსპორტზე 3,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა.
იანვარ-აპრილში ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში 1,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გადატანა მოხდა.
შახბაზოვმა თქმით, გაზის გაყიდვები საზღვარგარეთ მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2,7%-ით გაიზარდა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველ 4 თვეში აზერბაიჯანმა 7,9 მლნ ტონა ნავთობის კონდენსატი გაიტანა ექსპორტზე.
იანვარ-აპრილში აზერბაიჯანში ნავთობის კონდენსატის მოპოვებამ 9,6 მლნ ტონა შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.