ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Georgia Capital-ის პარტნიორი ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური Royal Swinkels-ი გახდა

Georgia Capital-ის პარტნიორი ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური Royal Swinkels-ი გახდა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი გაყიდა - ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. საუბარია კომპანია "გლობალ ბიერ ჯორჯიაზე", რომელიც საქართველოში "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე "აისის", "შავი ლომის", საქართველოში "Heineken"-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. აღნიშნული ბიზნესის მყიდველი ნიდერლანდული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა. ჯგუფი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო. Royal Swinkels-ის უმსხვილეს ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.