ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დანიის ჩემპიონატში გააგრძელებს

"შახტარის" განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით დანიურ "კოპენჰაგენს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, ასევე მოილაპარაკეს კლუბებმაც.
"კოპენჰაგენს" მოთამაშის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
შეგახსენებთ, ამავე გუნდის ღირსებას 2021/2024 წლებში დავით ხოჭოლავაც იცავდა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.