არქივი24 ივლისი, 2024, 22:10
წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ "გრანადაში" გააგრძელებს.
ideal.es-ის ცნობით, წიტაიშვილი ხუთშაბათს ჩავა დანიშნულების ადგილზე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუფორმებენ.
გიორგი 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტით კიევის "დინამოსთანაა" დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.