GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თსუ-ში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრი, მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს.
კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.
GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში პერმანენტულად მართავს.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.