სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს

სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, GCCA-ის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N 1-ელ საჯარო სკოლის და ბათუმის N მე-15 საჯარო სკოლის, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N მე-2 საჯარო სკოლისა და ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მომხმარებლის უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები განიხილეს.
„პროექტი GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით დედაქალაქსა და რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თანაბარ უზრუნველყოფას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”