ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

FT: EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს

გამოცემა Financial Times წერს, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას.
კერძოდ, სტატიაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ უგულებელყო რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები და აგრძელებს მუშაობას საკამათო კანონთან დაკავშირებით, რომელიც "მსგავსია რუსეთში მოქმედი კანონისა".
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, განიხილონ საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მომავალ კვირას. უფრო კონკრეტულად, განხილვის საგანი იქნება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის სახსრების გაყინვა.
"ევროპული დედაქალაქები განიხილავენ "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს", იტყობინებიან ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირები", - წერია სტატიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.