ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU-ს რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვს – Financial Times

ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესებას ითხოვენ. ინდივიდუალური სანქციების გარდა, საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და ევროკავშირის სახსრების გაყინვაზე. მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული რუსული კანონია. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Financial Times ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, საკითხზე მომავალ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
მომავალ კვირაში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესების განხილვას ითხოვენ სწორედ ამ შეხვედრაზე: ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან.
სანქციებს შორის განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერება და ევროკავშირის სახსრების გაყინვა. ცალკე განიხილება საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებაც“. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ საქართველოს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება გაწევრიანების პროცესში და შიდა პრობლემებთან ერთად ქვეყანა უფრო ღრმად ეფლობა რუსეთის ორბიტაზე, – ნათქვამია სტატიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.