არქივი1 მარტი, 2024, 10:39
Freedom House - საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ორგანიზაციის ანგარიშში - „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ საქართველოს 100 ქულიდან 58 აქვს მინიჭებული, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი - 60-დან 36.
Freedom House-ი წერს, რომ ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზაცია და სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.