არქივი1 მარტი, 2024, 08:26
საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა - Freedom House
Freedom House-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა, 100-დან 58 ქულით.
Freedom House-მა საქართველოს, 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი – 60-დან 36.
ვრცელი ანგარიში საქართველოს შესახებ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.