არქივი11 თებერვალი, 2025, 11:11
France 24 - ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი თვითმფრინავი მიიღო

ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი თვითმფრინავი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.
„ვენესუელა ყოველთვის ნათლად აცხადებდა, რომ ვენესუელელთა ნებისმიერი გადმოცემა უნდა განხორციელდეს მათი ღირსებისა და ადამიანის უფლებების აბსოლუტური პატივისცემით“, - ნათქვამია ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ 190-მდე ვენესუელელის დეპორტაცია განახორციელა.
ცნობისთვის, აშშ-მა და ვენესუელამ აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ შეთანხმებას გასულ თვეში მიაღწიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.