პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო

უკრაინამ Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, უკრაინამ ფრანგული Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო.
„2024 წლის 6 ივნისს ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ფრანგული Mirage 2000 ტიპის თვითმფრინავების მიწოდების გეგმის შესახებ განაცხადა. პირველი პარტია უკრაინაში დღეს ჩავიდა. უკრაინელი მფრინავები, რომლებმაც საფრანგეთში რამდენიმე თვიანი სწავლება გაიარეს, ახლა უკრაინის ცის დაცვაში ჩაერთვებიან“, - წერს ის სოციალური მედია პლატფორმა X-ის საკუთარ ანგარიშზე.
ამასთან, ლეკორნუ არ აკონკრეტებს, რამდენი თვითმფრინავი ჩავიდა უკრაინაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.