ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Fox News - „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობა იწყება, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობა იწყება, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს დაასახელებს , - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ის რეპორტიორი, ბრეტ ბაიერი ავრცელებს.
ბრეტ ბაიერის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპმა მას განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ არჩევანს დღეს გამოაცხადებს.
დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ჩავიდა, სადაც 15-18 ივლისს „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობა გაიმართება. დელეგატები დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.