არქივი16 ივლისი, 2024, 01:13
ტრამპი ოფიციალურად გახდა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ქალაქ მილოუკიში „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული ყრილობა იმართება.
მანამდე ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად არის სენატორი ჯ.დ. ვენსი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
Previous: მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან – დონალდ ტრამპი
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.