ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Forbes-ის მილიარდერთა 2024 წლის რეიტინგში ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები ლიდერობენ

2024 წლის მსოფლიო მილიარდერთა სიაში ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები დომინირებენ. ახალი რეიტინგი მიმდინარე კვირაში Forbes-მა გამოაქვეყნა.
ბერნარ არნომ Louis Vuitton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიაში პირველი ადგილი მეორედ დაიკავა. ამ დროისთვის ის უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, 233 მილიარდი დოლარის ქონებით.
მეორე ადგილზე გავიდა ილონ მასკი, SpaceX, Neuralink და X-ის მფლობელი, 195 მილიარდი დოლარის ქონებით.
ჯეფ ბეზოსი, ელექტრონული კომერციის გიგანტის Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მესამე ადგილზე გავიდა.
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, ტექნოლოგიური კონგლომერატის Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც WhatsApp-ს, Instagram-სა და Facebook-ს ფლობს, წელს ყველაზე მეტად გაზარდა თავისი ქონება. მან გასული წლის Forbes-ის სიაში 64,4 მილიარდი დოლარის ღირებულებით მე-16 ადგილი დაიკავა.
ცუკერბერგმა ეს მაჩვენებელი 2024 წელს თითქმის სამჯერ გაზარდა და მისმა ქონებამ 177 მილიარდ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს.
ლარი ელისონი, Oracle-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეხუთე ადგილზეა 141 მილიარდი დოლარით, ხოლო ბილ გეითსი, Microsoft-ის დამფუძნებელი, მეშვიდე იყო 128 მილიარდი დოლარის ქონებით. სტივ ბალმერი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რეიტინგში 121 მილიარდი დოლარით მერვე ადგილს იკავებს.
მას მოჰყვება ლარი პეიჯი, Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც 114 მილიარდი დოლარი აქვს და მე-10 ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებლები სიის ათეულში ვერ მოხვდნენ, ByteDance-ის დამფუძნებელი და TikTok-ის მფლობელი Zhang Yiming 43,4 მილიარდი დოლარის ქონებით 27-ე ადგილზე გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.