ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Financial Times: ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს

Financial Times: ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს.

წყაროების თანახმად, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას გააგრძელებს.

გარდა ამისა, FT-ის ცნობით, ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდმა უკვე აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ ტრამპის მოთხოვნაა, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.