ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Financial Times - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა

Financial Times - დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.
ამასთან, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.