ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Financial Times - მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

Financial Times - მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

მარკო რუბიო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გრენლანდიაზე „კონტროლის მოპოვების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს აშშ-სა და დანიას შორის გამართული პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება.
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შორის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში იგეგმება, თუმცა გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-სა და დანიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე შეხვედრა შესაძლოა გაუქმდეს.
ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 აპრილს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.