არქივი29 მარტი, 2025, 18:49
ლია ქუარტაპელე - საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში იტალიის ელჩის გომელაურთან შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ

საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში იტალიის ელჩის გომელაურთან შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ, - ამის შესახებ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის - დეპუტატთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ლია ქუარტაპელე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოში იტალიის ელჩი შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს ხვდება. ვინ იცის რას ფიქრობენ შეერთებულ შტატებში ან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მინისტრი დაასანქცირეს სისასტიკისთვის, რომლითაც მან პროტესტები ჩაახშო.
[საგარეო საქმეთა მინისტრ] ტაიანის ამ შეხვედრის მიზეზებს ვკითხავ",- წერს ქუარტაპელე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.