Financial Times – ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.
“ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად”, – წერს გამოცემა.
პუტინის სიტყვებმა იქამდე მიიყვანეს, რომ აშშ-მა “მშვიდობიანი დარეგულირების” წინადადება წარმოადგინეს, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა.
ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას – მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
“ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს,” – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს